1744119802
თბილისის მერიის განცხადება
საზოგადოება • 3 აპრილი 13:26
რძის სკანდალის ფონზე განცხადებას ავრცელებს კომპანია „ბიუ ბიუ“. კომპანია სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2018-19 წლებში, როცა „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას” ნაკელს ყიდულობდა, ფერმის ქათმები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 5-ჯერ შეამოწმა და მათში ანტიბიოტიკი „ტეტრაციკლინი“ არ აღმოუჩენია. ამასთან კომპანია განცხადებაში ხაზს უსვამს იმას, რომ ქათმის ნაკელის გამოყენება ცხოველების საკვებად დაუშვებელია.
საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა ნათელი მოვფინოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ყველას გვაღელვებს. ჩვენი ვალია, მკაფიოდ და ფაქტებზე დაყრდნობით გავცეთ პასუხი გაჩენილ კითხვებს.
2013 წლიდან, წარმოების პირველი დღიდან, ჩვენი ქათამი თავისუფალია ყველა სახის ჰორმონული დანამატისა და სტეროიდისგან. მეტიც, საქართველოში არც ერთი მეფრინველეობა არ იყენებს ჰორმონებს. ამას საქართველოს კანონდებლობაც ითვალისწინებს.
რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, პროდუქცია პერიოდულად მოწმდება ანტიბიოტიკების კვალზე სეს-ის მიერ და სრულიად სუფთაა. ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი “ტეტრაციკლინი” არ ფიქსირდება, რის დამადასტურებელ საბუთს აქვე გაწვდით.
რაც შეეხება ქათმის ნაკელს - მისგან მზადდება კომპოსტი, რომელიც გამოიყენება ნიადაგის გასაჯანსაღებლად, მ ც ე ნ ა რ ე ე ბ ი ს თ ვ ი ს ! დაუშვებელია ქათმის ნაკელი გამოყენებული იყოს ადამიანების ან ცხოველების საკვებად.“ - აღნიშნულია განცხადებაში.„რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა” ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა. „ყვარლის ბაგის“ რძეს ყიდულობენ „სანტე“, „სოფლის ნობათი“, „აგროჰაბი“ და „ყვარლის ბაგის“ შვილობილი „რძის ლაბორატორია“. ამის შესახებ ცნობილი გახდა სასამართლო დავით, რომელიც ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგამ“ რევაზ ვაშაკიძის „ჩირინას“ („ბიუ-ბიუს“) წინააღმდეგ აწარმოა და მოიგო. „ყვარლის ბაგამ“ „ჩირინას” სასამართლოში უჩივლა, ამტკიცებდა რომ ფერმის რძეში ანტიბიოტიკები „ჩირინას” ნაკელიდან მოხვდა.
„ოცნების“ წევრი, დიტო სამხარაძე:„პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, დღეს მოსმენილიც საკმარისია მივხვდე, რომ რასაც პირადად მე, თქვენ (ნაცებს) გიკეთებთ, მხოლოდ 1%-ია იმის, რაც მართლა ყველა მართალი ქართვ...
სოცმედია • 15:57
ტვ პირველის ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს Facebook-ვიდეოს გამო, შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ინფორმაციას და ვიდეომასალას ჯიოშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, საქმის წარმოება 173-...
პოლიტიკა • 15:44
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, გაიმართება ვორკშოპი — შუა კორიდორის ფუნქციონალი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 14:10
საქართველოს ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესებს მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. ბანკი აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო, B2B შეთავაზებების თუ საინფორმაციო პროექტებზე, რომლითაც ს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 13:50
ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია "გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას" კურორტი ახტალა ჩამოერთვა. აუქციონის პირობების მიხედვით, ხიდაშელს ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, ა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 13:46
"ქართულმა ოცნებამ" 9 აპრილის გარდაცვლილების სულებს ზედ გადაუარა - ამის შესახებ სინდისის პატიმარ გიორგი ტერაშვილის დედა საუბრობს. მარინა ტერაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს...
პოლიტიკა • 13:45
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა