ე.წ. ქურდული გარჩევა ბაზრის რეკეტისთვის - ხმაურიან სპეცოპერაციას ქუთაისში დაპირისპირება მოჰყვა

საზოგადოება 25 მარტი 13:49

ქუთაისი გარჩევა

 
ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში - პროტესტის ეპიცენტრი ე.წ. ნიკეას ბაზრის მფლობელის სახლი იყო, სადაც მოვაჭრეები მივიდნენ და ვოვა თუთისანთან შეხვედრას ითხოვენ.

 

მოვაჭრეების პროტესტი სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციას მოყვა, როდესაც გომელაურის უწყებამ იმერეთში 7 პირი აგრარული ბაზრის მფლობელის დატერორების ბრალდებით დააკავა.

 

„კვატია“, „კვერცხა“ და „გოტო" -"ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 7 პირია დაკავებული
გუშინ დაკავებულთაგან ერთ-ერთი ანზორ კახიძეა და სწორედ ამ უკანასკნელის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ მოვაჭრეები და ბრალდებულის ახლობლები ნიკეას ბაზრის მფლობელის სახლის წინ.

 

ზურაბ რუხაია და ვოვა თუთისანი ე.წ. კრიმინალური სამყაროს მეშვეობით ჩვენს დაშინებას და ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. ბაზარში მომუშავე ადამიანებზე, "ქურდული სამყაროს" წევრების მხრიდან ყოველდღიური ტერორი ხორციელდება.

 

მილიონობით ლარი აქვთ "ქურდებისთვის" გადახდილი და აქით გვაბრალებენ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირს. არ გვეშინია "ქურდების" - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.  
გამოძიების ინფორმაციით, ე.წ ქურდული გარჩევა ბაზრის ბიზნესისთვის იმერეთში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულები ე.წ. კანონიერი ქურდის,  ვარლამ კუხიანიძის გარემოცვის წევრები არიან, რომელიც გამოძიების მტკიცებით, მეწარმეებს ატერორებდა.

 

საქმის მასალების თანახმად, მიზანი ქუთაისის ბაზრის გაკოტრება იყო, რადგან ე.წ. "ვატიას" საძმომ  ბაზარი წყალტუბოში გახსნა, მაგრამ კონკურენციას  უკვე მომუშავე  ობიექტს ვერ უწევდა.

რეკეტის საქმეში გამოძიების მტკიცებით, საბერძნეთიდან მონაწილეობდა  კანონიერი ქურდი "ვატია", რომელიც დავალებებს ტელეფონით  გასცემდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკოსები
„მხედრიონის დროს, იარაღი შუბლზე მქონდა დადებული და იმათ არ გავრიგებივარ. 54 დღის განმავლობაში, ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული და მათთან არ წავსულვარ კომპრომისზე და როგორ შეიძლება, ენმ-ს დროს, ჩვენ რაიმე გარიგებაში ვყოფილიყავით" - ხაზარაძე

"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...

პოლიტიკა 51 წუთის წინ

მანაჯგალაძე ქარელი
„კი იყო მაგის დანიშვნა სირცხვილი.მართლა ერთუჯრედიანი მავნე“ - რა ამბებს იხსენებს მანანა მანჯგალაძე მიხეილ ქარელზე

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: უნდა მოვყვე რა " დროებაში" სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული...

სოცმედია 58 წუთის წინ

ერდოღან
ერდოღანმა თურქეთის აქციებზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შემთხვევით თბილისის კადრები მოხვდა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღან მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალას ასახავს შემთხვევით თბილისის საპროტესტო აქციების კადრ...

მსოფლიო 19:39

 ზელენსკი ბახმუტში
"მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო" - ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო. "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძ...

რუსეთ-უკრაინის ომი 19:36

ოქრუაშვილი ქარელი
„დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტ@აკი მგონი ცოტა დამშვიდდა“ - ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი წერს: დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტრაკი მგონი ცოტა დამშვიდდა.   

სოცმედია 19:33

ივანიშვილის მთავრობა
ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს $10 000-ით დაეხმარება

ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, რომელიც 21 მარტით არის დათარიღებული ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს 10 000 დოლარით დაეხმარება. "ნება დაერთოს ს...

პოლიტიკა 19:27