ნინო ნადირაძე ბათუმელ მედროშეს სასამართლოში უჩივის და ქათამაძეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

საზოგადოება 24 მარტი 7:41

ქათამაძე ნადირაძე

კლინიკა ვივა მედის დირექტორმა ნინო ნადირაძემ ბათუმელ მედროშეს სასამართლოში უჩივლა. ის თემურ ქათამაძეს ფიზიკური დ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

ნინო ნადირაძე „პირველებთან“ საუბრისას ამბობს, რომ ბათუმელმა მედროშემ პალატაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი მტკიცებით, თემურ ქათამაძემ ფეხიც კი დაარტყა.

არამარტო სიტყვიერი შეურაცხყოფა, არამედ წიხლიც ჩამარტყა. მეტს არაფერს გეტყვით, დღეს ჩემი დაბდადების დღეა, ნახვამდის. დანარჩენს სასამართლო იტყვის“,- თქვა ნადირაძემ.
აღნიშნულ ინციდენტზე დეტალურად საუბრობს ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში. მან წინა სასამართლო პროცესზე ასევე ისაუბრა იმაზე, რომ კლინიკა ვივა მედი, საემიგრაციო სამსახურთან შეთანხმებით, მისი სიცოცხლის ხელყოფას ცდილობდა.

ქათამაძე წერილში ასევე ამბობს, რომ კლინიკის ხელმძრვანელობამ მას პროვოკაცია და განმარტავს, რომ შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები.

იმ დღეს ინციდენტს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და მიგრაციის დეპარტამენტის 3 პოლიციელი, გამოიძახეს პოლიცია. სინამდვილეში ეს არის ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ, მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა.

მიგრაციის დეპარტმანეტის თანამშრომლებიც მიერ ბათუმელი მედროშის მიმართ, ვივა მედის მედის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული 48-საათიანი სპეცოპერაცია სამწუხაროდ, წარმატებით განხორციელდა და დასრულდა. სპეცოპერაციის მიზეზი და მიზანი, ქათამაძის განეიტრალებას ემსახურება“, - წერია ქათამაძის წერილში.
ქათამაძის ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ თემურმა ვინმეს სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ქალბატონმა ნადირაძემ გამოიძახა პოლიცია, თითქოსდა, თემურმა დაარტყა ფეხი, ადამიანმა, რომელმაც 48 დღე იშიმშილა და გონება დაკარგა, მას ფეხს ვერ დაარტყამდა, ღონე არ ეყოფოდა. ოქმში წერია, რომ ფიზიკური კი არა, სიტყვეირი შეურაცხყოფა მიაყენა, - ამბობს მეგობარი, ნინა კაკულია
როგორც ირკვევა, ნადირაძემ გამოძახა საპატრულო პოლიცია, მისცა ჩვენება და ამ ჩვენების საფუძველზე, დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩაინიშნა, რომლის მოსამართლეც ლელა ცაგარეიშვილი იქნება.

უცნობია, სასამართლოში იქნება თუ არა თავად ნინო ქათამაძე, რადგან, მისი თქმით, დღეს მისი დაბადების დღეა. თუმცა, ცნობილია, რომ  სხდომას დაესწრება თავად თემურ ქათამაძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაკრონი ზელენსკი
„უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადავცემთ“ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გა...

რუსეთ-უკრაინის ომი 6 წუთის წინ

პოლიტიკოსები
„მხედრიონის დროს, იარაღი შუბლზე მქონდა დადებული და იმათ არ გავრიგებივარ. 54 დღის განმავლობაში, ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული და მათთან არ წავსულვარ კომპრომისზე და როგორ შეიძლება, ენმ-ს დროს, ჩვენ რაიმე გარიგებაში ვყოფილიყავით" - ხაზარაძე

"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...

პოლიტიკა 26 მარტი 20:37

მანაჯგალაძე ქარელი
„კი იყო მაგის დანიშვნა სირცხვილი.მართლა ერთუჯრედიანი მავნე“ - რა ამბებს იხსენებს მანანა მანჯგალაძე მიხეილ ქარელზე

ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე: უნდა მოვყვე რა " დროებაში" სიუჟეტი გავაკეთე, გორის ბაზარს როგორ ართმევდა ქარელი მეპატრონეს. არ მახსოვს ზუსტად გვარი იმ კაცის, არ მინდა შემეშალოს. რამდენიმე დღის გამოსული...

სოცმედია 26 მარტი 20:30

ერდოღან
ერდოღანმა თურქეთის აქციებზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შემთხვევით თბილისის კადრები მოხვდა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღან მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ვიდეომასალას ასახავს შემთხვევით თბილისის საპროტესტო აქციების კადრ...

მსოფლიო 26 მარტი 19:39

 ზელენსკი ბახმუტში
"მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო" - ზელენსკი

 უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტია საჭირო. "რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში უნდა დარჩეს და გაძლიერდეს მანამ, სანამ რუსული ოკუპაცია გაგრძ...

რუსეთ-უკრაინის ომი 26 მარტი 19:36

ოქრუაშვილი ქარელი
„დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტ@აკი მგონი ცოტა დამშვიდდა“ - ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი წერს: დღის ბოლოს მიშა ქარელის დედის ტრაკი მგონი ცოტა დამშვიდდა.   

სოცმედია 26 მარტი 19:33