,,საპატრიარქოდან ხმა გამოვიდა – ხაინდრავა, კოკოითი და გია ვოლსკი ნარკოტიკების გადამამუშავებელ ქარხანას ხსნიან ერთობლივადო” – მეგი გოცირიძე

სოცმედია 28 იანვარი 6:17

მეგი გოცირიძე

სააკაშვილის მხარდამჭერი, ყოფილი დეპუტატი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,არაერთხელ მაქვს მოყოლილი ეს ამბავი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავწერო, რომ 2005 წლის აპრილში, როცა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრად მუშაობდა
კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში , მე დეპუტატი ვიყავი და ზედმიწევნით , ზუსტად მახსოვს, რამდენად ხშირად დაიარებოდა ცხინვალში…
ეს ის პერიოდია, როცა საპატრიარქოდან გამოვიდა ხმა , ხაინდრავა ,კოკოითი და გია ვოლსკი (რომელიც ხაინდრავას მოადგილე იყო ), ნარკოტიკების გადამამუშავებელ ქარხანას ხსნიან ერთობლივადო…
ნარკოქარხნის აშენება ვერ მოასწრეს, მაგრამ ხაინდრავა კი გაეხვა ნარკოსკანდალში…
ხაინდრავას , საღამოს 6 საათზე ჰქონდა შეხვედრა ბორის ჩოჩიევთან. ხაინდრავა და ედუარდ კოკოითის ორი თანამშრომელი სადილად წავიდნენ ერთ-ერთის სახლში. კერძოდ, ბორის ვალიევთან, რომელიც ადმინისტრაციაში სოციალურ საკითხებს კურირებდა. 6 საათისთვის ხაინდრავა ჩოჩიევთან მივიდა. ხაინდრავა სიცილით შევიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც ჩოჩიევი იჯდა. „ სახეზე ოდნავ აწითლებული იყო და ნიკაპსა და ყელის მიდამოებს იფხანდა. ყელიანი ჯემპრი ეცვა და ვიფიქრე, დასცხა-მეთქი. არადა აპრილის დასაწყისში, ცხინვალში ციოდა-გვიყვება თვითმხილველი . ხაინდრავა ჩოჩიევთან შევიდა… 15 წუთი არ იყო გასული, რომ შეშინებული ჩოჩიევი ყვირილით გამოვარდა კაბინეტიდან – ჩქარა ექიმი! ჩოჩიევის ოთახში ,ადმინისტრაციის ლამის ყველა თანამშრომელმა მოიყარა თავი. სკამი, რომელზეც ექსმინისტრი იჯდა, გადაყირავებული იყო, ხაინდრავას მოსულიერება ერთ-ერთმა თანაშემწემ იკისრა, მაგრამ ვერაფერს გახდა, ერთადერთი ენა ამოუწიეს და კბილებშუა საკანცელარიო დანა ჩაუდეს, რომელიც იქვე მაგიდაზე იდო. ამ დროს ექიმიც მოვიდა, მან რაღაც ნემსი გაუკეთა ხაინდრავას, მაგრამ გონს ვერ მოიყვანა. ამიტომ გახდა საჭირო მთავარი ნარკოლოგის ჩარევაო-გვიყვება იქ მყოფი მაღალჩინოსანი…

ეს ის პერიოდია, როცა ხაინდრავა ხელისუფლების კრიტიკას შეფარვით იწყებს იმის შიშით , რომ ეს ამბავი გახმაურდება და სკანდალურად დაატოვებინებენ თანამდებობას!მისი მთავარი არგუმენტი კი მაშინ სწორედ ცხინვალის კონფლიქტის საკითხი იყო და არგუმენტად მოჰყავდა, თითქოსდა მისი მისვლით, კონფლიქტის მოგვარების საკითხში ძვრები შეიტანა, სააკაშვილი კი საქმის ბოლომდე მიყვანას საშუალებას არ აძლევდა….ხაინდრავა გააგდეს თანამდებობიდან და თუ რატომ არ დააპატიმრეს, ამაზე ბევრჯერ მაქვს პასუხი გაცემული და მგონი ადვილი მისახვედრია….“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქილერი
"გაოგნებულია“ - „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გელა უძილაური ბრალის წარდგენის მოლოდინშია - "პირველების" ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალის ოფიციალურ დადგენილებას დღეს, სავარაუდოდ 15:00 საათზე გააცნობენ. მასთან...

კრიმინალი 1 წუთის წინ

ლელა ჯეჯელავა
„ოცნება “ ადამიანებს დევნის პატიმართა დახმარებისათვის მართლმადიდებლობის სახელით“ - ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: პატიმრებზე ზრუნვა ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა, განურჩევლად იმისა დამნაშავეა თუ არა პატიმარი. უდანაშაულოს ციხეში ყოფნა კი ( უსამართლო სამართალი) ერთ-ერთი უდიდესი...

სოცმედია 9 წუთის წინ

გუგა ხელაია
„პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება! ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს“ - გუგა ხელაია

გუგა ხელაია: პროკურატურის განცხადება არის ჩვეულებრივი ცილისწამება! ჩვენს ფონდს ერთი ტრანზაქციაც კი არ აქვს შესრულებული იმ დანიშნულებით, რაც მაგალითებად მოიყვანეს."ერთმანეთისთვის" მაგიტომ დაერქვა, რომ...

პოლიტიკა 12 წუთის წინ

წილოსანი ჟორჟოლიანი
„ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ, რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდა“ - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი: ნანუკა ჟორჟოლიანის იაფფასიანი ვიდეოების მიღმა, როგორც ვხედავთ რევოლუციური პროცესების და გადატრიალების დაფინანსება იმალებოდამისი ეს და სხვა დანაშაულებრივი ფონდები, კეთილშობილური მიზნის ს...

სოცმედია 19 წუთის წინ

ღაზა
ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 220-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორზე ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 220 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას bbc-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ...

მსოფლიო 39 წუთის წინ

ბრიტანეთის საგარეო მინისტრი
„დაამტკიცეთ მშვიდობის სურვილი უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“ - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინს

 დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, მოუწოდა რა, დაამტკიცოს თავისი მზადყოფნა მშვიდობისთვის ომის დაუყოვნებელი და უპირობო...

რუსეთ-უკრაინის ომი 41 წუთის წინ