„სადაზვერვო სამსახურის ვარაუდით, COVID-19 ლაბორატორიიდან შეცდომით გავრცელდა“ - გერმანული მედია
Covid 19 • 1741853716
Reuters ორ გერმანულ გაზეთზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ფედერალურმა დაზვერვის სამსახურმა 2020 წელს 80-90%-ით შეაფასა ალბათობა იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამომწვევი კორონავირუსი შეცდომით გაეშვა ჩინეთის ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან.
"Die Zeit"-ისა და "Sueddeutscher Zeitung"-ის გამოცემების ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, გერმანიის ფედერალურ დაზვერვის სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ინსტიტუტში ჩატარებულა ე.წ. "ფუნქციის შემძენი" ექსპერიმენტები, რაც სამეცნიერო კვლევების მიზნებისთვის ვირუსების მოდიფიცირებას გულისხმიბს, რათა ისინი ადამიანებისთვის უფრო გადამდები გახდნენ.
ასევე არსებობდა ნიშნები იმისა, რომ ლაბორატორიაში არაერთი უსაფრთხოების ნორმის დარღვევა დაფიქსირდა, ნათქვამია ანგარიშში.
დაზვერვის სააგენტოს შეფასება საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებსა და დაუზუსტებელ სადაზვერვო ოპერაციას ეფუძნებოდა, რომელსაც კოდური სახელი "Saaremaa" ჰქონდა. ანგარიშის მიხედვით, ეს მოკვლევა დაკვეთილი იყო გერმანიის იმდროინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის, ოფისის მიერ, თუმცა ის არასდროს გამოქვეყნებულა.
Reuters წერს, რომ გერმანიის ფედერალურმა დაზვერვის სამსახურმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჟურნალისტებმა აღნიშნული ანგარიში ახსენეს, გერმანიის მოქმედმა კანცლერმამ ოლაფ შოლცმაც არ გააკეთა კომენტარი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს შეფასება გერმანულმა სამსახურმა 2024 წლის შემოდგომაზე აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გაუზიარა.
CIA-ის სპიკერმა 2025 წლის იანვარში განაცხადა, რომ სააგენტოს შეფასებით, COVID-19-ის პანდემიის წარმოშობის ლაბორატორიული ვერსია უფრო სავარაუდოა, ვიდრე მისი ბუნებრივი წარმოშობა.
CIA-მ ასევე აღნიშნა, რომ ამ შეფასებაში მისი ნდობის დონე "დაბალია" და რომ ორივე ვერსია – როგორც ლაბორატორიული, ასევე ბუნებრივი წარმოშობა – კვლავ შესაძლებელია.
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტიას“ ირქმევს. პარტიამ განცხადება დღეს, 7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. „გირჩი“ იმიტომ დავირქვი...
პოლიტიკა • 1788767700
მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...
კრიმინალი • 1788763800
7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...
ეს საინტერესოა • 1788724860
აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...
ეს საინტერესოა • 1788719097
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...
ჯანმრთელობა • 1788715982
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. „სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მ...
საზოგადოება • 1788700251









