"ისლამისტები, კრიმინალური კლანები და ექსტრემიზმი: რა საფრთხეს უქმნის ბერლინს მემარცხენეების აღზევება?" - გიორგი ასტამაძის ანალიზი

სოცმედია • 1790262081

გიორგი ასტამაძე

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსი გიორგი ასტამაძე ბერლინში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ეხმაურება. მისი შეფასებით, მემარცხენე პარტიის („ლინკე“) გამარჯვება სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს, რაც გამოწვეულია პარტიის კავშირებით კრიმინალურ კლანებთან, ისლამისტურ ჯგუფებთან და ანტისემიტურ განწყობებთან. ასტამაძე აღნიშნავს, რომ დემოკრატიულმა ცენტრმა მემარცხენე ექსტრემიზმის წინაშეც ისეთივე ბარიერი უნდა აღმართოს, როგორიც მემარჯვენე რადიკალების შემთხვევაში.

„ბერლინში რაც მოხდა ბოლო არჩევნებზე მემარცხენე პარტიის პირველ ადგილზე გასვლით, ბევრი კიდევ ბოლომდე ვერ აღიქვამს. რატომღაც, ყველა მხოლოდ მემარჯვენე ექსტრემისტებთან კედელზე საუბრობს. არადა, მემარცხენე ექსტრემისტები არანაკლებ საშიშები არიან.

მხოლოდ რამდენიმე ფაქტი: „ლინკეს“ გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ დღესასწაულზე პირადად მივიდა ბერლინის უმსხვილესი ორგანიზებული კრიმინალური ბანდის მეთაური ისა რემო (წარმოშობით ლიბანიდან), რომლის კლანიც 500-დან 1000-მდე ადამიანს აერთიანებს და ათობით დანაშაულში ედება ბრალი. მან განაცხადა: პირველად ვგრძნობ, რომ პარტიისგან მხარდაჭერილი ვიქნებიო. „ლინკეს“ ლიდერმა კი განაცხადა, ვემიჯნებიო, მაგრამ ფაქტი სახეზეა — რემოც და მისი შვილიც ამათ საზეიმო ღონისძიებებზე დაკუნტრუშებდნენ; გარდა ამისა, პირადი მიმოწერები აქვთ პარტიის ლიდერებთან. ამას გარდა, დღესასწაულებში მონაწილეობდა ღიად ისლამისტი ტერორისტების მხარდაჭერაში ბრალდებული არაერთი ადამიანი, როგორიც, მაგალითად, ამ ფოტოზეა — მარჯვენა ტიპი, რომელიც „ლინკეს“ ერთ-ერთ თურქ ლიდერთან პოზიორობს.

გარდა ამისა, გერმანიის ებრაელთა საბჭომ და ებრაული წარმომავლობის ბლოგერებმა ოფიციალურად გააფრთხილეს ბერლინელი ებრაელები, რომ ამ პარტიისთვის არ დაეჭირათ მხარი არავითარ შემთხვევაში, რადგან მის წინასაარჩევნო შეხვედრებზე პალესტინური ფაფახებით ოფიციალურად ისრაელის განადგურების მოწოდებები და ინტიფადას ქება-დიდება მიდიოდა. ებრაული თემი ამ პარტიას „გერმანულ ალტერნატივაზე“ უფრო დიდ საფრთხედ აღიქვამს. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი საარჩევნო-კვლევითი ჯგუფის მონაცემებით, ბერლინში ისლამური ამომრჩევლის 51%-მა „ლინკეს“ მისცა ხმა, რაც მიუთითებს ამ პარტიის მისწრაფებებზე.

ზოგადად, ბერლინში მოსახლეობის საერთო რაოდენობის 42%-ზე მეტი უკვე მიგრანტია, აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი — მუსლიმი. შესაბამისად, როდესაც ხალხი კითხულობს, თუ რატომ დასუსტდნენ ასე ძველი ცენტრისტული დემოკრატიული პარტიები, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სოციალური სტრუქტურის ცვლილებაა. იმ ძველ პარტიებს ძველი გერმანელები აძლევდნენ ხმას 30 წლის წინ, რომელთა რაოდენობამაც სულ უფრო იკლო; მიგრანტები კი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არჩევნებში. ბერლინში ეს უკვე შემდგარი ფაქტია.

მემარცხენე პარტიის წინასაარჩევნო მთავარი დაპირება საბინაო კონცერნების „ქონების კონფისკაცია“ იყო — პირდაპირი გაგებით. სიტყვა Enteignung ამას ნიშნავს. გარდა ამისა — ყველანაირი გადამოწმების გარეშე მოქალაქეობის მიცემა ყველასთვის, ვინც 5 წელზე მეტი ხანია ცხოვრობს ბერლინში (თუნდაც ტერორისტი იყოს), პოლიციის რაოდენობის შემცირება, მათ შორის ისრაელის მხარდამჭერ აქციებსა და ებრაული თემის ღონისძიებებზე და ა. შ. ხშირად წინასაარჩევნო გამოსვლები არაბულ და თურქულ ენებზე მიდიოდა, ისევე როგორც ელიფ ერალფის მიმართვის ნაწილი — გამარჯვების შემდეგ.

მოკლედ, აშკარაა, რომ კარგი არაფერი მოჰყვება ამ ნახევრად კომუნისტი ისლამისტების აღზევებას. ამ პარტიის წინააღმდეგ ისეთივე ცეცხლგამძლე კედელია აღსამართი, როგორიც „აფდ“-სთან. დემოკრატიულმა ცენტრმა ამ ავადმყოფებთან კოალიციები არ უნდა დაუშვას. ქრისტიან-დემოკრატებს ისედაც დიდი ხანია აქვთ ოფიციალურად გამოცხადებული „შეუთავსებლობა“ „ლინკესთან“. იგივე უნდა გააკეთონ სხვებმაც.“ - წერს გიორგი ასტამაძე ფეისბუკზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325