1743418379
ამერიკის საელჩოს გაფრთხილება
ბიზნესი & ეკონომიკა • 28 მარტი 3:16
ეროვნული ბანკი პროექტზე მუშაობს, რომელიც ლარის გადარიცხვებზე VISA-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს. ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ კომიტეტზე განაცხადა.
ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი, ვატო თურნავა დაინტერესდა როგორ იმოქმედებს ღია ბანკინგი ბარათებთან დაკავშირებულ საკომისიოებზე: “ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას, დაახლოებით VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. გამოიწვევს თუ არა ღია ბანკინგის ჩართვა, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?”,- განაცხადა ვაკო თურნავამ.
საპასუხოდ, ეკატერინე გალდავამ განაცხადა, რომ მუშაობენ პროექტზე ამ მიმართულებით.
“ერთი წელი მაინც დასჭირდება ამის გაკეთებას, მარტივი პროექტი არ არის. ვცდილობთ, საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება ცოტა შევამციროთ. ვგულისხმობთ, რომ მოსახლეობა უნდა გადავიდეს ანგარიშის უფრო კარგ მფლობელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ მისი ანგარიშის გამოყენება უფრო უსაფრთხო იქნება და არაა აუცილებელი ყველგან ბარათი გვქონდეს”,- თქვა ეკატერინე გალდავამ.
სებ-ის მონაცემებით, თებერვლის მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობა VISA-ს შემთხვევაში 2,583,595 ერთეულია, EC/MC-ის (ევროქარდ-მასტერქარდი) კი – 4,836,057. რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, VISA-ს შემთხვევაში რაოდენობა 111,850 ბარათია, ხოლო EC/MC-ის 100,740 ბარათი.
წყარო – bm.ge
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა და 2 056 შეადგინა. ინფორმაციას სააგენტო France 24 ავრცელებს. ამ დროისთვის დაშავებულია 3 900-მდე ადამიანი, ხოლო 270 დაკარგულად მიიჩნ...
მსოფლიო • 9 წუთის წინ
Je suis Marine! [ „მე ვარ მარინი“] - წერს X-ზე უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს. შეგახსენებთ, საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი ევროკ...
მსოფლიო • 15 წუთის წინ
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:„ლეპენის დაპატიმრება, დანია-გრენლანდიის ურყევი პოზიცია, არის ტრამპის ევროპული პოლიტიკის და არა მხოლოდ ევროპულის, კანადასთან მიმართებაშიც – სრული ფიასკო.წესით ძალიან მალე დაიწ...
სოცმედია • 20 წუთის წინ
ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს, ევროკავშირის სახსრების მითვისების საქმეში, სასამართლომ თანამდებობის დაკავება 5 წლით აუკრძალა, შესაბამისად, ის 2027 წლის საპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს....
მსოფლიო • 26 წუთის წინ
პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ 11 მარტს დაკავების შემდეგ ისიც გააშიშვლეს, ბუქნების გაკეთება აიძულეს, შემდეგ კი სკანერზე გაატარეს. "ბოლო დღეებია, ვფიქრობდი, მეცნობებინა თუ ა...
პოლიტიკა • 27 წუთის წინ
შალვა პაპუაშვილი მარინ ლე პენის შესახებ ინფორმაციას აზიარებს და წერს: ,,მე, რა თქმა უნდა, არ მინდა საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩავერიო, მაგრამ, მაშინ, ნურც საფრანგეთი ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში...
პოლიტიკა • 32 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა