„ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საქართველოს ავიაბაზრით Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანიები Brussels Airlines და Swiss დავაინტერესოთ“ - ლევან მოსეშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა • 1744787530
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Lufthansa Group-ის რეგიონულ მენეჯერს, კარსტენ ცანგს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რამდენიმე დღის წინ საქართველოს ავიაბაზარზე Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss-ის შემოსვლის საკითხს და მასთან დაკავშირებულ საოპერაციო დეტალებს. მხარეებმა, ასევე განიხილეს Lufthansa Group -ში შემავალი სხვა ავიაკომპანიების საქართველოში შემოსვლის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
,, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩვენს ბაზარზე შვეიცარიული edelweiss-მა დაიწყო ოპერირება. ავიაკომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის წარმომადგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ავიაკომპანიების მხრიდან ინტერესი მზარდია. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საქართველოს ავიაბაზრით Lufthansa Group-ში შემავალი ისეთი ავიაკომპანიები დავაინტერესოთ, როგორებიცაა Brussels Airlines-ი და SWISS-ი. რითაც გლობალური საავიაციო ჯგუფი Luftansa თითქმის სრულად იქნება წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
Lufthansa Group-ში შემავალი ავიაკომპანიებია: Lufthansa, Eurowings, Austrian Airlines, Edelweiss, Swiss, Bruselss Airline, ITA Airways, საიდანაც 4 უკვე საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს.
,,Edelweiss-ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემოსვლით LUFTHANSA GROUP-ი საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდება და ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ჩვენი გლობალური საავიაციო ჯგუფის უკვე მეოთხე ავიაკომპანია ოპერირებს,- ‘’განაცხადა კარსტენ ცანგმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ გერმანია საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ ეტაპზე, საქართველოს ავიაბაზარზე Lufthansa Group-ში შემავალი 5 ავიაკომპანია ჯამურად 13 სიხშირით ოპერირებს, ზაფხულის სეზონზე კი ფრენების რაოდენობა კვირაში 20 გახდება.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












