5 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო - მარკ ცუკერბერგის ვერსია

ეს საინტერესოა 21/12/2021 • 18:48

მილიარდი

„წიგნები საშუალებას გაძლევთ სრულად შეისწავლოთ თემა და მასში უფრო ღრმად ჩაიძიროთ", - აცხადებს მარტკ ცუკერბერგი და ახალგაზრდებს 5 წიგნის წაკითხვას ურჩევს.

2015 წელს მარკმა პირობა დადო, რომ ყოველ ორ კვირაში თითო წიგნი წაიკითხავდა. ხოლო, წაკითხული წიგნების განხილვა მან A Year of Books-ის პლატფორმაზე გადაწყვიტა. 

აი ის წიგნები, რომელიც სოცქსელის დამფუძნებელმა ახალგაზრდებს შესთავაზა:

"რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა მდიდარი, ხოლო ზოგი - ღარიბი" -  დარონ ანჩემოღლუ და ჯეიმს რობინსონი, 2012 წ.

რატომ ღარიბდებიან ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა ზიმბაბვე, კონგო და სომალი, მაშინ როცა სხვები პირიქით პროგრესირებენ და მდიდრდებიან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ავტორები 15 წლის განმავლობაში ავითარებდნენ პოლიტიკურ ეკონომიკურ თეორიას.

„ის იკვლევს სხვადასხვა ტიპის სოციალურ ინსტიტუტებსა და სტიმულებს, რომლებსაც ქვეყნები მიმართავენ კეთილდღეობის, ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ“, - წერს მარკ ცუკერბერგი.

"გენომი: სახეობის ავტობიოგრაფია 23 თავში" - მეთ რიდლი, 1999 წ.

მეთ რიდლი გვაწვდის გენეტიკის განვითარების სრულ ისტორიას და ადარებს მას რევოლუციას. 

”რიდლი ცდილობს კაცობრიობის ისტორიის მოყოლას გენეტიკის და არა სოციოლოგიის თვალსაზრისით”, - ამბობს მილიარდერი.

"რაციონალური ოპტიმისტი" - მეთ რიდლი, 2010 წ

რიდლი ცუკერბერგის სიაში მეორედ მოხვდა. წიგნი ეძღვნება აზრს, რომ მიუხედავად არსებული კრიზისებისა და დროებითი წარუმატებლობისა, კაცობრიობას კარგი პერსპექტივები აქვს.

მეთ რიდლი წერს, რომ  ადამიანები ვითარდებიან მხოლოდ მაშინ, როცა ერთად მუშაობენ. ცუკერბერგი ეთანხმება და ამბობს, რომ „პროგრესი არის დიდი ძალა, რომელიც საზოგადოებას წინსვლისკენ უბიძგებს“.

"რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება" - უილიამ ჯეიმსი, 1902 წ

ამ წიგნის ავტორი მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსია. რელიგია აქ განიხილება არა როგორც სოციალური ინსტიტუტი, არამედ როგორც ინდივიდის გრძნობების, ქმედებებისა და გამოცდილების ერთობლიობა.

"საუკეთესო ჩვენში" - სტივენ ფინკერი, 2011 წელი

სტივენ ფინკერი თვლის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მშვიდ დროში. ის განმარტავს, თუ რატომ შემცირდა ძალადობა წლების განმავლობაში. Facebook-ის დამფუძნებლის თქმით, ავტორი კარგად ხსნის მიმდინარე პროცესებს და გვთავაზობს იდეებს, თუ როგორ გავაგრძელოთ ეს ტენდენცია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უგულავა
„ბატონო გახარია, თუ მაინც მიდიხართ მაგ ჩეჩმაში, გაგვართეთ მაინც... წულუკიანის მკვლელი შეკითხვა იქნება - მაშინ პრემიერობას რატომ დათანხმდით“ - გიგი უგულავა

გიგი უგულავა: ისე ხო ახე იქნება ქოცებზე, რომ მოყვეს გახარიამ 20 ივნისსზე როგორ დაავალა ბიძინამ დარბევა.ჰა რას იტყვით ბატონო გახარია, თუ მაინც მიდიხართ მაგ ჩეჩმაში, გაგვართეთ მაინც პ.ს. წულუკიანის მკვლ...

სოცმედია 56 წუთის წინ

პესკოვი და პუტინი
„ტრამპის წარმომადგენელი პუტინს დღეს შეხვდება და შეხვედრა იმდენ ხანს გაგრძელდება, "რამდენიც პრეზიდენტ პუტინს დასჭირდება“ - პესკოვი

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს შეხვდება აშშ-ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს, რომელიც რუსეთში ჩავიდა. ისინი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას განიხილავენ, - განუცხადა ჟურნალის...

რუსეთ-უკრაინის ომი 12:59

საქართველოსთვის პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ველოდები - რიკარდ იოზვიაკი
„თურქეთი მზადაა, უკრაინაში დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე იყოს ვალდებული“ - იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ თურქეთი მზადაა უკრაინაში დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე პასუხისმგებლობა აიღოს. "გუშინ ბრიუსელში მსურველთა კოა...

რუსეთ-უკრაინის ომი 12:30

ბრიტანეთის სანქციე ბი
როგორ აიღებენ "ოცნების" სანქცირებული მაღალჩინოსნები ხელფასს - თინა ხიდაშელი "შავ სალაროზე" საუბრობს

როგორ აიღებენ "ოცნების" სანქცირებული მაღალჩინოსნები ხელფასს და ყოველთვიუს სარგოს? თავდაცვის ყოფილი მინისტრიი, ამბობს რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს შეუძლებელი იქნება. თინა ხიდაშელის განმარტებით, მაგალით...

პოლიტიკა 12:20

პარლამენტის წევრი
„მიზნობრიობა გაუგებარია“ - ნინო წილოსანი ბრიტანულ სანქციებზე

ნინო წილოსანისთვის ბრიტანული სანქციების "მიზნობრიობა გაუგებარია" - "ოცნების" წევრს ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან კითხვები აქვს "ხომ არ უკავშირდება ეს მიზნობრიობა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს" თუ ამ ადა...

პოლიტიკა 12:13

ლომჯარია
„პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო“ - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია: პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო

პოლიტიკა 12:04