14 წლის გოგოს აიძულა ინტიმური ქმედებები ჩაედინა – დაკავებულია 45 წლის პირი პედოფილი

45 წლის პირი პედოფილი


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 14 წლის გოგო გოგოს მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე 45 წლის კაცი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.

ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.
სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.
დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება". - ნათქვმია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის -199 მეშვეობით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ურსულა ფონ დერ ლაიენი
„სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ“ - ლაიენი ზელენსკის

"ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპა მშვიდობისკენ სწრაფვაში ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგებასამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1745732250

რუსი გენერალი
ვინ მოკლა რუსი გენერალი - რა ცნობას ავრცელებს ФСБ

რუსეთში ГРУ-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ იაროსლავ მოსკალიკის 25 აპრილს აფეთქების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული იგნატ კუზინი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოე...

მსოფლიო 1745732032

ტრამპი რომის პაპი მისალმება
რეალური ვიდეო - სინამდვილეში, ვის აუწია ხელი ტრამპმა რომის პაპის დაკრძალვაზე

რეალური ვიდეო - სინამდვილეში, ვის აუწია ხელი ტრამპმა რომის პაპის დაკრძალვაზე  

პოლიტიკა 1745731794

მესხი
ვიეო: ვინ არის რონი მესხი - შს მინისტრის მდინარაძის მეგობარი მოადგილის დოსიე

"ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მეუღლე თამთა დანელია "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ მისი ქმარი, რონი (როლანდ) მესხი მამუკა მდინარაძის  მეგობარი და უახლოესი გარემოცვის წე...

პოლიტიკა 1745731671

ჩხარტიშვილის სასატმრო
პუტინის მეგობრები სიღნაღში, ჩხარტიშვილის სასტუმროში - „ფორმულა“

პუტინის მეგობრების წვეულება კახეთში - შაბათის ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, სიღნაღში, ვანო ჩხარტიშვილის სასტუმროში პუტინის მეგობარი, სანქცირებული რუსი ოლიგარქი, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანე...

პოლიტიკა 1745731140

რომის პაპის დაკრძალვა ზელენსკი
რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე, ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია და ზელენსკის პირველი რიგის ადგილი მისცა - The Telegraph

 ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია, რომ ზელენსკი ტრამპთან და მაკრონთან ერთად, წინა რიგში მდგარიყო - წერს The Telegraph. პროტოკოლის თანახმად, მსოფლიო ლიდერები ფრანგული ენის ანბანური თანმიმდევრობით, თავიანთი...

მსოფლიო 1745731038