22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთში დააკავეს
კრიმინალი • 1744030810
22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი ინტერპოლმა რუსეთში დააკავა - ამის შესახებ გახმაურებული საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ამჟამად საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
რაც შეეხება გიორგი პაპაშვილთან ერთად გაქცეულ ალი გუსეინოვს, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში სასტიკი მკვლელობა 17 თებერვალს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს საჭრელი ხის დაფით მიაყენა. მან მთივლიშვილს დაფა თავში ჩაარტყა, რამაც ტვინის შეშუპება გამოიწვია.
ბოლო დროის ერთ-ერთ მძიმე მკვლელობაზე ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა და პოლიციის ფაილები გაასაჯაროვა.
მარიამ გაფრინდაშვილის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ მკვლელობაში
ბრალდებული გიორგი პაპაშვილი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით თეთრიწყაროში 2020 წელს დააკავეს, გაასამართლეს მაგრამ ციხე ერთ წელიწადში პროკურატურის შეღავათების საფუძველზე
დაატოვა - საპროცესო გაუფორმეს და 4 წელი პირობითი მსჯავრი დააკისრეს.
გიორგი პაპაშვილთან ერთად სამართალდამცველები ეძებდნენ 30 წლის ბაირამ ალი გუსეინოვსაც. მეშაურმეს, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, თაზო მთივლიშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტს 20 წლის ლუკა გვენეტაძესთან, 21 წლის ვერიკო კაპანაძესთან და 20 წლის საბა რობაქიძესთან ერთად უყურებდა, თუმცა დანაშაული დაფარა და ქვეყანა სარფის გავლით მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან ერთად დატოვა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამ...
სამართალი • 1791533406
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.გამოძიებ...
კრიმინალი • 1791531978
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”. ხუთი პო...
პოლიტიკა • 1791484975
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოებისას ჰერცოგმა შოთა მუსაევის სახელზე გაამახვილა ყურადღება. „მათთვის,...
მსოფლიო • 1791479273
საბერძნეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 ოქტომბერს აკროპოლისის ფონზე ევროპისადმი მიმართვა გაავრცელა:მთელ მსოფლიოში უამრავი დიადი ნანგრევია. უმეტესწილად, ეს ისეთი ადგილებია,...
მსოფლიო • 1791474039
რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსპოტრებნადზორი“) აცხადებს, რომ ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის საეჭვო ვ...
მსოფლიო • 1791470502











