მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 639 684 ლარს - 1 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
კრიმინალი • 1744352695
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში, ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, ფიქტიური მონაცემებით.
ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სულ 639 684 ლარს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღგ-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში, ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც, მან კომპანიას შეუქმნა დღგ-ს ყალბი აქტივი.
დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში - 639 684 ლარს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით," - წერია განცხადებაში.
მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი . აქ გზაზე მარილის დაყრა არ გახდა საჭირო რადგან გზა არ არის
სოცმედია • 1768934349
მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოფო ძნელაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საშვების გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში კონ...
სამართალი • 1768930069
საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის. გასულ ოქტომბერს, მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩემი წუხილი საქართ...
პოლიტიკა • 1768929961
მადლობა (მოსამართლეს) იმისთვის, რომ მოხერხდა დავტეულიყავით. წინა სასამართლოებში მსგავს შუამდგომლობებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ბევრს არ ვილაპარაკებ, ამ ადამიანებს, წინ რომ გვისხედან (პროკურორებს),...
პოლიტიკა • 1768929890
პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს. "კომისიის წე...
პოლიტიკა • 1768929773
ამ ფსიქოზში ცხოვრება გაუსაძლისია. ამდენი მომტირალი დედა, სევდიანი, დანაღვლიანებული შვილები - ასე გაგრძელება შეუძლებელია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან...
პოლიტიკა • 1768927049











