"ნური", "ფურაშკა", "ტიმოთე" – "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს

კრიმინალი 4 აპრილი 7:16

13 პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ლანჩხუთსა და ბათუმში "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ "კანონიერ ქურდს“.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან - 1996 წელს დაბადებული დ.კ., 1976 წელს დაბადებული ზ.ხ., მეტსახელად "ზალიკო“, 1970 წელს დაბადებული ნ.კ., მეტსახელად "ნური“, 1991 წელს დაბადებული ლ.ჩ. მეტსახელად "ფურაშკა“, და 1968 წელს დაბადებული ზ.კ. მეტსახელად "ტიმოთე“.

"ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებული არიან - 1976 წელს დაბადებული ა.ჭ., 1999 წელს დაბადებული კ.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ლ.მ.

"ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან - 2000 წელს დაბადებული ლ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1980 წელს დაბადებული რ.ო., 1982 წელს დაბადებული ვ.ბ., 1977 წელს დაბადებული კ.ხ. და 1972 წელს დაბადებული გ.ხ.

რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, წარსულში ნასამართლევ 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას, მეტსახელად "ჭინკას“ "კანონიერი ქურდობისთვის”, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა,

ხოლო, "ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე მხილებულია 1954 წელს დაბადებული დ.ს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ ე.წ "კანონიერ ქურდებთან“, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში.

"ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით, ასევე, ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, დაკავებულები თავიანთი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახორციელებდნენ "ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, ვაზნები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” და ფული" - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
კობახიძე აღიარებს, რომ ბრიტანული სანქციები სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფასი ზომების შეფარდებაა

ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი აღიარებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის დაკისრებული სანქციები სისხლის სამართლებრივი სანქციის ტოლფასი ზომების შეფარდებაა. ეს არის უბრალოდ გ...

პოლიტიკა 16:21

ნინო ზაუტაშვილი
ვიდეო: საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს        

პოლიტიკა 15:08

ტრამპი
„რუსეთი უნდა გამოძრავდეს, ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება“ - ტრამპი

რუსეთი უნდა გამოძრავდეს. ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება - ყოველ კვირას ათასობით - ამ საშინელ და უაზრო ომში. ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!!!...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:01

ნინო წილოსანი
„...ადამიანები უწყინარი 5000 ლარით ჯარიმდებიან მხოლოდ" - ნინო წილოსანი

 ქართული ოცნების წარმომადგენელი ნინო წილოსანი აფასებს დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს სამართალდამცავის სისტემის მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს. „ალბათ ადამიანის უფლებების დარღვევაში იმას გულ...

პოლიტიკა 14:57

უგულავა
„ბატონო გახარია, თუ მაინც მიდიხართ მაგ ჩეჩმაში, გაგვართეთ მაინც... წულუკიანის მკვლელი შეკითხვა იქნება - მაშინ პრემიერობას რატომ დათანხმდით“ - გიგი უგულავა

გიგი უგულავა: ისე ხო ახე იქნება ქოცებზე, რომ მოყვეს გახარიამ 20 ივნისსზე როგორ დაავალა ბიძინამ დარბევა.ჰა რას იტყვით ბატონო გახარია, თუ მაინც მიდიხართ მაგ ჩეჩმაში, გაგვართეთ მაინც პ.ს. წულუკიანის მკვლ...

სოცმედია 13:06

პესკოვი და პუტინი
„ტრამპის წარმომადგენელი პუტინს დღეს შეხვდება და შეხვედრა იმდენ ხანს გაგრძელდება, "რამდენიც პრეზიდენტ პუტინს დასჭირდება“ - პესკოვი

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს შეხვდება აშშ-ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს, რომელიც რუსეთში ჩავიდა. ისინი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას განიხილავენ, - განუცხადა ჟურნალის...

რუსეთ-უკრაინის ომი 12:59