1745382457
ვიდეო: რატომ „დაყვინა“ სალომე ზურაბიშვილის პროექტმა და დაიწყო თუ არა დაავლეთმა „ოცნების“ აღიარება
კრიმინალი • 14 აპრილი 3:11
დაზარალებულების პასუხი წულუკიანს - სასტიკად მოკლული ვანო პირველის ოჯახი დუმილს არღვევს
13.04.25 22:33
გაზიარება
არაღიარებული პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაში კიდევ ერთი დაზარალებული ოჯახი ამხელს.
"კრიმინალები გინდა აქციო გმირებად და გმირები პიარის მსხვერპლებად?"- მიმართავს თეა წულუკიანს მოქალაქე ნინო კუბლაშვილი და მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ საჯაროდ პირველად ჰყვება.
ქალი ამტკიცებს, რომ წლების წინ, ევგენი აფრასიძემ საკუთარი სიძე, ვანო პირველი 7 გასროლით მოკლა.
მოკლულის შვილიშვილი ირწმუნება, რომ ვანო პირველის მკვლელობიდან მალევე, ევგენი აფრასიძემ საკუთარი მამა იმის გამო გამოასალმა სიცოცხლეს, რომ მამამისი ჩადენილ დანაშაულზე პასუხს სთხოვდა.
ნინო კუბლაშვილის თქმით, უმძიმეს დანაშაულში მხილებული კაცი ყველა ხელისუფლების პირობებში ახერხებდა თავისუფლებაზე ყოფნას, რადგან მას გავლენიანი მფარველები ჰყავდა:
აფრასიძეების „საქმენი საგმირონია“
მინდა გაგიზიაროთ ისტორია რომელზეც არასოდეს ვსაუბრობ საჯაროდ, ამაზე საუბარი არ არის მარტივი არც ჩემთვის და მითუმეტეს დედაჩემისთვის. ერთადერთი მიზეზი რატომაც ამ ისტორიას საჯაროდ ვწერ, არის ის რომ უსამართლო სახელმწიფოში კიდევ ერთი მკვლელების ოჯახი არ ცნონ დაზარალებულად და არ აქციონ გმირებად.
დედაჩემი - ლიანა პირველი დაბადებული აფხაზეთში 1958 წელს
ძმა - გურამ პირველი (1962 – 2002)
და - ნუნუ პირველი (1960 – 1986)
მამა - ვანო (ივანე) პირველი
დედა - ბარბარე (ბაბრი) აფრასიძე
დედაჩემი ბიძა - ევგენი აფრასიძე
დედაჩემის ბიცოლა - დოდო სიდიანი (ევგენი აფრასიძის ცოლი, ეხლა რომ მონაწილეობს კომისის გამოკითხვაზე)
ბიძაშვილები - ომეხი, შმაგი, გოჩა აფრასიძეები
ევგენი აფრასიძემ 1964 წლის 16 ივნისს ტრიალ მინდორზე, ტყიდან „კაცურად“ 7 გასროლით ადგილზე მოკლა საკუთარი სიძე ვანო პირველი (ბაბუაჩემი).
მოგეხსენებათ ქართული აზროვნების ფენომენი, რომელიც ყველანაირ მკვლელობას უძებნის გამართლებას, (არაერთი კომეტარი დამიწერეს იმასთან დაკავშირებით რომ ალბათ ბაბუაჩემი ავიწროვებდა ბებიაჩემს და ძმამ ჯავრი იყარა სიძეზე), სინამდვილეში კი ბაბუაჩემის მკვლელობა მოყვა ოჯახურ კამათს, თუ რატომ დაეხმარა სამშენებლო მასალებით ბიძაშვილს, რომელსაც წყალი ჩამოსდიოდა სახლში, რის შემდეგაც გულმოსული ბებიაჩემი წავიდა მშობლების სახლში და შესჩივლა ძმას საკუთარ ყოფაზე.
წავიდა და 3 შვილი ობლად დაუტოვა ბედს.
ბაბუაჩემის მკვლელობიდან მალევე, გადმოცემით ვიცით (ამიტომ მტკიცებას ვერ დავიწყებ) რომ ევგენი აფრასიძემ საკუთარი მამა მოკლა იმის გულისათვის, რომ მამამისი პასუხს სთხოვდა ჩადენილ დანაშაულზე.
ევგენი აფრასიძეს ყოველთვის მფარველობდა სახელმწიფო, ამიტომაც მან სამართლებრივად პასუხი არ აგო არცერთ დანაშაულზე.
პირველი მკვლელობის დღეს, გზად გაიტაცა დოდო სიდიანი რომელიც ცოლად მოიყვანა, ეს არის ქალბატონი აწ უკვე, დოდო აფრასიძე დღეს რომ დაზარალებულად ასაღებს თავს. ეს არის ქალი რომლისთვისაც სხვისი ოჯახების, სხვისი შვილების ხოცვა არაფერს წარმოადგენდა, ეს არის ქალი რომელიც იმ სპეცოპერაციას უწოდებს უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვას. (სპეცოპერაციის დეტალებს მე არ დავწერ, ამაზე თავად გასცეს სახელმწიფომ პასუხი, თუ როგორ გაუხსნეს ცეხლი, და რატომ ინახებოდა აფრასიძეების სახლში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ სხვა ფორმით კრიმინალების დაჭერა).
არსებობს ასეთი ადამიანი, ვაჟა გავაშელი რომელმაც აფრასიძეებს ფილმიც კი მიუძღვნა სახელად- „დაგვიანებული ქორწილი“, 1980 წლის შემოდგომაზე დოკუმენტური ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის (1 არხი) საშუალებით გავიდა ტელე ეკრანზე. ვაჟა გავაშელი გახლდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელიც არაერთი ინფორმაციის გავრცელებით წლების განმავლობაში მფარველობდა აფრასიძეების კლანს. - ვისაც შესაძლებლობა აქვს, მოძებნეთ და დაუკავშირდით ამ არაკაცს.
წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება რომ სამართალს ეძებ, მამის მკვლელი რომ გინდა დაისაჯოს, ამ დროს კი ის თავისუფლად, სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ, აწიოკებს არაერთ ოჯახს, კლავს და ხოცავს ადამიანებს თავის შეხედულებების და ხასიათის მიხედვით, აწიოკებს და აყაჩაღებს ისედაც გაუბედურებულ დევნილებს, აყაჩაღებს და იტაცებს ჰუმანიტარულ დახმარებას განსაზღვრულს ხალხისთვის, ზრდის თავისნაირ კრიმინალებს და ბანდიტებს, როგორი „სამართლიანია“ ხომ ასეთი სახელმწიფო?!
წულუკიანის მოწყობილ შოუზე, ქალბატონი დოდო აფრასიძე დაზარალებული სახით რომ საუბრობს, იცის რომ ნორმალურ სახელმწიფოში თანამონაწილეოობისთვის და კრიმინალებზე ხელის დაფარებისთვის გაასამართლებდნენ? თუ თავადაც არ მიუღია არაერთი ადამიანის წამებაში მონაწილეობა. იცის რომ დაწყევლილია როგორც ქალი და როგორც დედა? თუ ჯერ არავის უთქვამს?
ლედი აფრასიძესთან მექნება კითხვა, დაზარებულის როლიდან რომ საუბრობს, მისი მორალისთვის სახელმწიფო მის წინაშე დამნაშავე რომ არის, როგორ ფიქრობს მისი მორალიდან, დედაჩემმა და მისმა და-ძმამ მორალურად დაიმსახურა ობლობა? მორალმა და სამართალმა მისცა უფლება მის ჯიშ და ჯილაგს ახალგაზრდა კაცი მოეკლათ? თუ მათი ჯიშის მორალია 3 შვილი ობლობისთვის გაიმეტო? მისი ჯიშის კაცობაა სხვას თავს დაესხა და მოკლა? მისი მორალი ფიქრობს რომ ხელშეუხებლები არიან? თუ ასეა, აქვე ვუპასუხებ, რომ საკუთარ უბედურებაზე ოჯახს მოსთხოვოს პასუხი.
ბრძოლა გინდათ? აუცილებლად მიიღებთ პასუხს. არ გასვენებთ ეშმაკი? პასუხად მიიღებთ სამართალს რომელიც სამუდამოდ დაგასრულებთ.
პირობას გაძლევთ, პასუხს აგებთ ჩემი ყველაზე პირველების - დედაჩემის, ბიძაჩემის და დეიდაჩემის ობლობისთვის, მათთვის დანგრეული ცხოვრებისთვის. ბიძაჩემის და დაიდაჩემის ხსოვნას მივუძღვნი თქვენ გასამართლებას!
წულუკიანო, შენ ხარ ყველაზე დიდი ნაძირალა საქართველოს ისტორიაში, კრიმინალები გინდა აქციო გმირებად და გმირები პიარის მსხვერპლებად? შენ ბოროტების ნაშიერო!!!! ამოწყდი კრიმინალებთან ერთად !!!!
ვინც ამ ამბავს წაიკითხავთ, გაიაზრებთ და ჩათვლით რომ უსამართლობას სიმართლით უნდა ვუპასუხოთ, გააზიარეთ ეს სტატუსი, რომ ხალხმა იცოდეს რა ბოროტებას იყენებს ეს გარეწარი ქალი თავისი პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის"- წერს ნინო კუბლაშვილი.
თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების საქმის განხილვამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
ბოლო რამდენიმე საათია, მოქალაქეები მძიმე ისტორიებს ერთი მეორეს მიყოლებით ჰყვებიან და "ქართულ ოცნებას" მიმართავენ.
თამარ ჩერგოლეიშვილი: ეს მახინჯი წამების ხელშემწყობია, მწამებლის ნიშანი დაედება და მთელი ცხოვრება გაუმწარდება - ვერც თვითონ, ვერც ამისი ოჯახი, ვერცერთ ნორმალურ სახელმწიფოში ვერ წავა, ონლაინ ვერ იშოფინგ...
სოცმედია • 4 წუთის წინ
ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა "ამერიკის ხმის, "რადიო თავისუფალი აზიისა“ და „ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლობის ქსელების“ დახურვის მცდელობები შეაჩეროს. მოსამართ...
მსოფლიო • 12 წუთის წინ
მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკავებულია როსგვარდიის ციფრული განვითარებისა და თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალი მიხაილ ვარენცოვი. რუსი გენერალი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი, საქმის ზუ...
მსოფლიო • 13 წუთის წინ
"რას ფლობს ლაშა პაპაშვილი, რომელმაც სკინტლი მილიონებად აქცია" - ფლანგვის დეტექტორმა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ქონების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. "მისი “რედიქსი” 100+ მლნ დოლარის აქტივებს მართავს.20...
ბიზნესი & ეკონომიკა • 27 წუთის წინ
Vatican News პაპი ფრანცისკეს სიცოცხლის ბოლო საათების შესახებ დეტალებს ავრცელებს. წმიდა საყდრის ოფიციალური საინფორმაციო პორტალის ცნობით, 20 აპრილის შუადღეს, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ადამიანებ...
მსოფლიო • 29 წუთის წინ
"ნათლიამ გენაცვალოს! "მდედრობითი სტალინი" - წერს ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში და თეა წულუკიანის ფოტოს აზიარებს
სოცმედია • 41 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა