ტრამპმა ჩინეთს იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებით 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა

მსოფლიო 9 აპრილი 5:09

ტრამპი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებით 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა. ტარიფები დღეს, დღის ბოლოდან ამოქმედდება. ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ადასტურებს.

როგორც ლევიტმა აღნიშნა, ჩინეთისთვის ტარიფების გაზრდა უკავშირდება მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აშშ-თვის საპასუხო ტარიფების დაწესებაზე - თავდაპირველად აშშ-მა ჩინეთს 54%-იანი ტარიფები დაუწესა, თუმცა საპასუხო გადასახადების გამო, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ტარიფები კიდევ 50%-ით გაეზარდა.

კეროლაინ ლევიტის თქმით, თუ ჩინეთი ვაშინგტონს დაუკავშირდება, ტრამპი იქნება "არაჩვეულებრივად კეთილგანწყობილი", მაგრამ იმუშავებს ამერიკის ინტერესებისთვის. მისივე განცხადებით, მხოლოდ პრეზიდენტი გადაწყვეტს, შეუძლიათ თუ არა ქვეყნებს ტარიფების განაკვეთების შემცირება.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე  25%-იანი ტარიფი დააწესა. მოგვიანებით ჩინეთმა ამერიკას საპასუხო 34%-იანი ტარიფები დაუწესა, რამაც ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია. მან განაცხადა, რომ თუ ჩინეთი ტარიფების დაწესებაზე უარს არ იტყოდა, ბეიჯინგის წინააღმდეგ დამატებით ტარიფებს დააწესებდა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოლეგ ბარციცი
"საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო...

პოლიტიკა 14:45

საქბანკი აგროჰაბი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით მათ გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა.   პროექტი...

ბიზნესი & ეკონომიკა 14:42

სალომე ედიშერაშვილი
VIDEO: საბა სხვიტარიძის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა

საბა სხვიტარიძის საქმის გამომძიებელის ჩვენება სასამართლოზე - პროცესზე მისულმა სალომე ედიშერაშვილმა დღეს თქვა, რომ რიგი საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ასევე აღიარა, რომ არ გამოუკითხავს პოლიციე...

პოლიტიკა 14:27

კაცი მანდატური
ვიდეო: „აი, ამ ადამიანმა... საბას დედას ხელები უშალა; ეზოში კი ჩემსკენ გამოიწია ხელით“ - მარიკა არევაძე

მარიკა არევაძე: აი ამ ადამიანმა:- ჯერ სასამართლოს მითითების მიუხედავად ვერ გაუბედა პოლიციელებს და ვერ უთხრა რომ გასულიყვნენ საბას სხსომის დარბაზიდან;- შემდეგ საბას დედას ხელები უშალა;- ეზოში კი ჩემსკე...

პოლიტიკა 13:52

პოლიცია დაკავება
სასამართლოს ეზოში პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პირი, რომელმაც სხვიტარიძის საქმის გამომძიებელს "მონა" დაუძახა

სასამართლოს ეზოში პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პირი, რომელმაც სხვიტარიძის საქმის გამომძიებელს "მონა" დაუძახა. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია რეჟიმის ტყვის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა გ...

პოლიტიკა 13:40

საქბანკი აიდ მენეჯერი
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა უკვე ტერმინალის გარეშე არის შესაძლებელი

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა. მისი მეშვეობით...

ბიზნესი & ეკონომიკა 12:27