ტრამპმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულება კიდევ 75 დღით გადაავადა

მსოფლიო 5 აპრილი 4:04

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულება კიდევ 75 დღით გადაავადა.

კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, ტრამპმა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია ByteDance-ს 75 დღით გაუხანგრძლივა ვადა, რათა მათ აქტივების გაყიდვა არაჩინურ კომპანიაზე შეძლონ - სხვა შემთხვევაში პლატფორმა აშშ-ში აიკრძალება.

"გარიგება მოითხოვს მეტ შრომას, რათა უზრუნველყოს ყველა საჭირო თანხმობის ხელმოწერა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ კეთილსინდისიერად მუშაობას ჩინეთთან, რომელიც მესმის, რომ არ არის ძალიან ბედნიერი ჩვენი საპასუხო ტარიფებით", - თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამის კანონსაც მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 19 იანვარს შევიდა. კანონს კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა და მის ფარგლებში, TikTok-ი ამერიკის ბაზარს არ დატოვებდა იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმას ვინმე ამერიკელი ან მოკავშირე ქვეყანა შეიძენდა.

უკვე 19 იანვარს, აშშ-ში TikTok-ი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო, რადგან ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონი ძალაში შევიდა. აპი ასევე წაიშალა Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მაღაზიებიდან აშშ-ში, რის გამოც მისი ჩამოტვირთვა მიუწვდომელი გახდა.

სულ სოციალური ქსელი აშშ-ში 14 საათის განმავლობაში იყო გათიშული. უკვე ინაუგურაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც პლატფორმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულებას 75 დღით ახანგრძლივებდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უგულავა
„ბატონო გახარია, თუ მაინც მიდიხართ მაგ ჩეჩმაში, გაგვართეთ მაინც... წულუკიანის მკვლელი შეკითხვა იქნება - მაშინ პრემიერობას რატომ დათანხმდით“ - გიგი უგულავა

გიგი უგულავა: ისე ხო ახე იქნება ქოცებზე, რომ მოყვეს გახარიამ 20 ივნისსზე როგორ დაავალა ბიძინამ დარბევა.ჰა რას იტყვით ბატონო გახარია, თუ მაინც მიდიხართ მაგ ჩეჩმაში, გაგვართეთ მაინც პ.ს. წულუკიანის მკვლ...

სოცმედია 13:06

პესკოვი და პუტინი
„ტრამპის წარმომადგენელი პუტინს დღეს შეხვდება და შეხვედრა იმდენ ხანს გაგრძელდება, "რამდენიც პრეზიდენტ პუტინს დასჭირდება“ - პესკოვი

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს შეხვდება აშშ-ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს, რომელიც რუსეთში ჩავიდა. ისინი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას განიხილავენ, - განუცხადა ჟურნალის...

რუსეთ-უკრაინის ომი 12:59

საქართველოსთვის პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ველოდები - რიკარდ იოზვიაკი
„თურქეთი მზადაა, უკრაინაში დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე იყოს ვალდებული“ - იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ თურქეთი მზადაა უკრაინაში დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე პასუხისმგებლობა აიღოს. "გუშინ ბრიუსელში მსურველთა კოა...

რუსეთ-უკრაინის ომი 12:30

ბრიტანეთის სანქციე ბი
როგორ აიღებენ "ოცნების" სანქცირებული მაღალჩინოსნები ხელფასს - თინა ხიდაშელი "შავ სალაროზე" საუბრობს

როგორ აიღებენ "ოცნების" სანქცირებული მაღალჩინოსნები ხელფასს და ყოველთვიუს სარგოს? თავდაცვის ყოფილი მინისტრიი, ამბობს რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს შეუძლებელი იქნება. თინა ხიდაშელის განმარტებით, მაგალით...

პოლიტიკა 12:20

პარლამენტის წევრი
„მიზნობრიობა გაუგებარია“ - ნინო წილოსანი ბრიტანულ სანქციებზე

ნინო წილოსანისთვის ბრიტანული სანქციების "მიზნობრიობა გაუგებარია" - "ოცნების" წევრს ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან კითხვები აქვს "ხომ არ უკავშირდება ეს მიზნობრიობა კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს" თუ ამ ადა...

პოლიტიკა 12:13

ლომჯარია
„პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო“ - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია: პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო

პოლიტიკა 12:04