1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა, ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე - კალაძე

პოლიტიკა • 1790845200

კალაძე ივანიშვილი

თბილისის მერის კახა კალაძე 1 ოქტომბერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა.

14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვა მიანდო.

ამ დღეზე საუბარი შეუძლებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული როლის აღნიშვნის გარეშე. სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური მოვლენა, რომლის უკან უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალისხმევა იდგა.

ამ 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ - იყო სირთულეები, გამოწვევები, გამარჯვებები და წარმატებები, რა თქმა უნდა, შეცდომებიც. მაგრამ ერთი რამ არასდროს შეცვლილა - საქართველოს ინტერესების დაცვა და პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე.

ჩემთვის ეს წლები მხოლოდ პოლიტიკასა და ხელისუფლებაში ყოფნის წლები არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, უამრავი ადამიანის ნდობაზე ზრუნვა და მათ წინაშე არსებული უდიდესი პასუხისმგებლობა.

ჩვენი მთავარი ძალა ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ხალხი.

მადლობა თითოეულ ადამიანს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვისაც. მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა და დღესაც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვის.

1 ოქტომბერს ვულოცავ „ქართული ოცნების“  დიდ ოჯახს!! მადლობა თითოეულ თქვენგანს ერთგულებისთვის, თავდადებისა და იმ საქმისთვის, რომელსაც  პასუხისმგებლობით ემსახურებით.

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ!"- ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325