2027 წლიდან პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 17 ათას ლარს გადააჭარბებს
პოლიტიკა • 1790787909
ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობის ასიგნებების მოცულობა 1.2 მილიარდი ლარით გაიზრდება და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწევს. აქედან სამინისტროებში დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურება 316 მილიონი ლარით, 3.73 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. საჯარო სექტორის მოხელის საბაზო ხელფასი კი 8%-ით, 1735 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბიუჯეტის პროექტზე დაყრდნობით, bm.ge ავრცელებს.
ხელფასების ზრდა შეეხება ყველა კატეგორიის საჯარო მოხელეს, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებს, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში.
საქართველოში თანამდებობის პირთა ხელფასები მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ანაზღაურებაზე. 2026 წელს საბაზო ხელფასი თვეში 1 600 ლარს შეადგენდა, ხოლო 2027 წლიდან ის 1 735 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული საბაზო მაჩვენებელი მრავლდება კონკრეტული თანამდებობისთვის განსაზღვრულ კოეფიციენტზე, რის შედეგადაც ავტომატურად იზრდება როგორც რიგითი საჯარო მოხელეების, ისე პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურება.
უმაღლესი თანამდებობის პირების ანაზღაურება 2027 წელს ასე განისაზღვრება:
- პრეზიდენტი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; 2026 წელთან შედარებით ზრდა: 16 200 ლარი
- პრემიერ-მინისტრი – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; ზრდა: 16 200 ლარი
- მინისტრი – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 176 970 ლარი; ზრდა: 13 770 ლარი
- მინისტრის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 7.5; წლიური ხელფასი: 156 150 ლარი; ზრდა: 12 150 ლარი
- მინისტრის მოადგილე – კოეფიციენტი: 7.25; წლიური ხელფასი: 150 735 ლარი; ზრდა: 11 535 ლარი
- პარლამენტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 10; წლიური ხელფასი: 208 200 ლარი; ზრდა: 16 200 ლარი
- პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 9.2; წლიური ხელფასი: 191 544 ლარი; ზრდა: 14 904 ლარი
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 9; წლიური ხელფასი: 187 380 ლარი; ზრდა: 14 580 ლარი
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.6; წლიური ხელფასი: 178 452 ლარი; ზრდა: 13 332 ლარი
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კოეფიციენტი: 8.3; წლიური ხელფასი: 172 602 ლარი; ზრდა: 13 242 ლარი
- პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.2; წლიური ხელფასი: 170 634 ლარი; ზრდა: 13 194 ლარი
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე – კოეფიციენტი: 8.5; წლიური ხელფასი: 176 970 ლარი; ზრდა: 13 770 ლარი
- პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – კოეფიციენტი: 8.1; წლიური ხელფასი: 168 507 ლარი; ზრდა: 12 987 ლარი
- პარლამენტის წევრი – კოეფიციენტი: 8; წლიური ხელფასი: 166 560 ლარი; ზრდა: 12 960 ლარი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









