1688642649
"ოცნების" ზონდერები, რომლებიც საგარეჯოში ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ
პოლიტიკა • 4 აპრილი 15:10
7 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატებს გამართავს და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
საქართველოს ეროვნული დელეგაციის უფლებამოსილება PACE-ში ნაწილობრივ არის აღიარებული — ზამთრის სესიაზე PACE-მ საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილება ცნო 2025 წლის აპრილის სესიაზე გადაწყვეტილების გადახედვის პირობებით. PACE-მ რეზოლუციით მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებისთვის პირობების შექმნა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს წინაპირობები და PACE-ს რეზოლუციით გათვალისწინებული კრიტიკა გათვალისწინებული არ არის, შესაძლოა, საპარლამენტო ასამბლეამ „ქართული ოცნების“ დელეგაციას ნაწილობრივი უფლებამოსილებაც გაუუქმოს.
თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ წინმსწრებად გამოიწვია წევრები PACE-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან.
„ისინი გამოწვეული არიან დელეგაციის შემადგენლობიდან, თუმცა დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის წევრებმა (თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი, ასევე, სათადარიგო შემადგენლობა: რატი იონათამიშვილი, ლევან მაჭავარიანი და ზვიად შალამბერიძე) ასევე ინდივიდუალურად მიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის პრეზიდენტს მათი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რჩება ევროპის საბჭოს „ერთგულ წევრად“.
აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო იქნება ევროპის საბჭოს მეორე ქვეყანაა, რომლის დელეგაციის წევრები PACE-ში აღარ იქნებიან წარმოდგენილი. PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველ სესიაზე ავტომატურად მტკიცდება ეროვნული დელეგაციების უფლებამოსილება, თუ რომელიმე მათგანი გასაჩივრებული არაა. 2024 წლის სესიაზე ასამბლეამ უარი უთხრა აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილების ცნობაზე, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებისა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. 2025 წელს კი აზერბაიჯანმა PACE-ში დელეგაცია არ წარადგინა.
"რაც მე ვიცი ჩემი ისტორიიდან, ჩემი ცხოვრებიდან, არის ის, რომ ისინი, რუსები არიან ... პუტინი, მოდი ვისაუბროთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მართავენ რუსეთს, იმიტომ, რომ ხალხის წინააღმდეგი არავინაა, მე ვსაუბრო...
საზოგადოება • 19:43
ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო ისევ საქართველოზე ლაპარაკობს და იმედს გამოთქვამს, რომ "კიევი თბილისს მიბაძავს": "საქართველო - შეხედეთ, რა მოხდა. ისინი უკვე, როგორც დღეს წავიკითხე, არ გამორიცხავენ, რომ...
პოლიტიკა • 19:31
პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი, ნინო წილოსანს პასუხობს, აქვეყნებს თავის ფოტოს და წერს: “უწყინარი” ნაძირალა ქალი ვერ გაიგო თურმე ხარებას, მილერის და მისნაირი ნაბი&&&ების დასანქცირება … ასობით ადამიანი...
პოლიტიკა • 19:28
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო 37 ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავს და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას მიმართავს. ეუთოს წევრი ქვეყნების ერთ...
პოლიტიკა • 19:25
„უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ - ასეთი შეაფასა თეა წულუკიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში გიორგი ანწუხელიძის გმირობა. "მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მ...
პოლიტიკა • 19:23
რა დაემართა „გირჩს“ და სად მიდის ოპოზიციის გზა
პოლიტიკა • 19:20
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა