„აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის“ - მაკო გომური წულუკიანის კომისიაზე გახარიას დაკითხვაზე
პოლიტიკა • 1744743145

20 ივნისის დაზარალებული, მაკო გომური ,,ფორმულას” ეთერში აცხადებს:
„აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის, რაღაც სანახაობა, ოღონდ ცოტა პური გვაკლია ხოლმე მაგ დროს, მაგრამ სანახაობა იყო, რომელიც დაგვიდგა ამ ორმა პარტიამ, ეს იყო “ქართული ოცნება” და ეს იყო გახარიას პარტია და აი, გვაყურებინეს ამ სანახაობას. რა თქმა უნდა, ახალი არაფერი არ იყო საერთოდ ნათქვამი, ეს არის ქალი, რომელმაც 6 წლის განმავლობაში ვერ დაიმახსოვრა ჩვენი, დაზარალებულების სახელები და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ გარდა, 20 ივნისის ერთი დაზარალებულის სახელიც კი არ იცის და არ იცის, დანარჩენებს ვის რა სჭირს და ვინ რა დაზიანება მიიღო.
სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვანიჭებ ამას დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ეს იყო რაღაც, ორივე მხარის დანაშაული, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ და ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე, რომელიც ჩაატარეს 6 წლის უკან… ძაან დიდი დრო არის გასული რეალურად, მაშინ 19 წლის ვხდებოდი, ახლა ვხდები 25 წლის, 6 წელია გასული … და მუდმივად ვართ აი ამ დაპირისპირებაში, ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთის დანაშაული გადააბრალონ სხვას, ყოველთვის ეგ არის. ერთადერთი, რატომაც იყო გუშინდელი კომისიის სხდომა კარგი, რომ იცოდნენ, თუნდაც დღეს ვინც არიან “ქართული ოცნების” წევრები, მაშინ გახარია ხომ ჰყავდათ პრემიერი და საუკეთესო კრიზისმენეჯერი იყო და საუკეთესო პრემიერი იყო და საუკეთესო მინისტრი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსი, გუშინ ამ ადამიანს ასამართლებდნენ კომისიაზე, ყველა ადამიანს მოუწევს ამის გავლა და მოუწევს ოღონდ, დარწმუნებული ვარ, სამართლიან გარემოში და სამართლიან სასამართლოში. თუნდაც ჩემი ბრძოლა, რომელიც 6 წლის წინ დავიწყე და დღემდე აქ ვარ, ამ ბრძოლაში ვარ და კიდევ ალბათ მომიწევს დიდხანს ყოფნა აი ამ სასამართლოს პირობებში, მაგრამ ვთქვათ, იქ სტრასბურგია, ვთქვათ, ის ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მჭერს მხარს და ვიცი, რომ ჩემი რაღაც წილი ბრძოლა არ უნდა გავაჩერო, ვიცი, რომ სადღაც სამართლიანობა აუცილებლად აღდგება და აღდგება ნებისმიერი ადამიანისთვის”

ლევან ღამბაშიძე: ვინც საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამერიკის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტიდან, პაპის ქელეხში არალეგიტიმური უწიგნური პრეზიდენტისათვის ხელის კინაღამ დაქნევამდე დაადეგრადირა და ამით რუსეთის...
სოცმედია • 1745739683

მაისში ვატიკანში შეიკრიბება კონკლავი, რომლის შემადგენლობაში 100-ზე მეტი კარდინალი შედის, სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვინ გახდება რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგი მეთაური. BBC – ის ცნობით, ამჟამად პაპად...
მსოფლიო • 1745739254

~შსს-ს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მო...
კრიმინალი • 1745738151

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება სათუო ხდება.ევროკავშირი აპირებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გააფართოვეს, მეორე მხრივ კი, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უვიზო მიმოსვლა „ღვ...
პოლიტიკა • 1745736664

გრუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა აღიარა ჩრდილო კორეელი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, გერასიმოვმა პუტინს კურსკის ოლქის "გათავისუფლება" უპატაკა, სადაც...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745735958

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერ...
საზოგადოება • 1745735245