„არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება - საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს კონსტიტუციით და კანონით არის გაწერილი“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 8 აპრილი 12:11

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აქტიურად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და არანაირი სხვა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.

 

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს ქვეყნის კონსტიტუციითაა გაწერილი.

 

„არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი რაიონი, ქალაქი და სოფელი - უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ; როგორ ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს გვაქვს და მათი მოგვარება საჭიროა. შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს კონსტიტუციით და კანონით არის გაწერილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე შეფასებით, ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნებში, გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვს.

 

„ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს გამარჯვების, არც საკრებულოების დონეზე და არც მერების არჩევნებში. ნულის ტოლია მათი შანსები და ეს ძალიან კარგად იციან, იმიტომ, რომ როდესაც ხარ ქვეყნის მტერი, აგენტი, რა თქმა უნდა, ვერანაირი შესაძლებლობა ვერ გექნება პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ისე თვითმმართველობის დონეზე, ყველა მოღალატეს და აგენტურის წარმომადგენელს შესაბამის პასუხს გასცემს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს, კახა კალაძე განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მითითებებს მიიღებენ ისინი ქვეყნის გარედან.

 

„ეს დამოკიდებულია გარედან, რას ეტყვიან თავიანთი პატრონები მათ. დაიმახსოვრეთ ამ ადამიანების განცხადებები - თუ შეიცვლება მათი პატრონების მიდგომა და ჩათვლიან საჭიროდ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გამოვლენ და იტყვიან საპირისპიროს, რომ მონაწილეობენ არჩევნებში“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფოტო
თურქეთში ბოლო 40 წუთის განმავლობაში 3 მიწისძვრა დაფიქსირდა

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თურქეთში ბოლო 40 წუთის განმავლობაში სამი მიწისძვრა დაფიქსირდა.   მათგან ყველაზე ძლიერი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ეპიცენტრი მარმარილო...

მსოფლიო 11:58

სხვიტარიძე
„საბას პროცესზე ვინც ვიყავით, ყველას დაგვირეკეს, მირიან ქავთარაძეს შეურაცხყოფა მიაყენეთ, გამოძიება დავიწყეთო“ - სხვიტარიძის ძმა

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმას და ახლობლებს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან - როგორც სხვიტარიძის ძმა სოციალურ ქსელში წერს, გამომძიებელებმა ყველას დაურეკეს, ვინც საბას პროცე...

პოლიტიკა 11:56

ლაშა ჩხარტიშვილი
„აი, პირველი მე მაპატიმრებენ რუსთაველის გადაკეტვის გამო“ - ლაშა ჩხარტიშვილი

ლაშა ჩხარტიშვილი: და აი, პირველი მე მაპატიმრებენ რუსთაველის გადაკეტვის გამო ! შსს-მ უკვე ოფიციალურად მოითხოვა ეს !!!ბოლომდეეე !

პოლიტიკა 11:39

მაჭარაშვილი
„თუ შენ ვიზალიბერალიზაციას სახმალაოდ გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობებზეა საუბარი?“ - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს "ვაჭრობასა და მანიპულაციისთვის" იყენებს. ივანიშვილის დეპუტატი ირწმუნება, რომ ეს პარტნიორ...

პოლიტიკა 11:37

დავით გუნაშვილი
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დავით გუნაშვილი პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა აქციაზე დაკავებული დავით გუნაშვილი ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა. დავით გუნაშვილი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია. ის პოლიციამ რუსთაველის გამზირიდან აღდგო...

პოლიტიკა 11:25

ნანუკა ჟორჟოლიანი
„26 აპრილის აქციის წინ გაგიჟდნენ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი „ოცნებაზე“

ნანუკა ჟორჟოლიანი: Miranda Bagaturia პოლიციაში დაიბარეს სტატუსის გამო. გაზიარებული ჰქონდა საბა სხვიტარიძის სასამართლოს ვიდეო.Kurashvili Ana პოლიციაში დაიბარეს. წინასწაარ განუმარტეს რომ პოლიციელს სიტყვ...

სოცმედია 11:21