"აჟიტირებული ახალგაზრდები არიან...ეს ქართული ხელისუფლებაა" - 9 აპრილის მემორიალთან სტუ-ის რექტორიც არ მიუშვეს

პოლიტიკა 9 აპრილი 6:53

 სტუ-ის რექტორი

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ვითარება პერიოდულად იძაბება. მემორიალთან მისვლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემაც სცადა, თუმცა ადგილზე შეკრებილებმა ამის საშუალება მას და მის თანმხლებ პირებს არ მისცეს.

"აჟიტირებული ახალგაზრდები არიან... არა უშავს... ქვეყანაში დაკავებულები იყვნენ წინა რეჟ... ნამდვილი რეჟიმის დროს და არავის ასე არ მოქცეულან. ეს ქართული ხელისუფლებაა. ეკლესიაში მივალ არა უშავს... თქვენ თქვენს ტელევიზიაში მიბრძანდით. ჩემს საქმეს ვაკეთებ, ჩემს ხელში ხართ გაზრდილი სულ ყველა, მე მასწავლებელი ვარ", - თქვა გურგენიძემ.
მანამდე, რუსთაველის გამზირზე გლდანის მაჟორიტარი, კოტე ზარნაძე მივიდა. მის იქ გამოჩენას ხმაური მოჰყვა. საკრებულოს დეპუტატს ადგილზე მყოფი მოქალაქეები "მონას" შეძახილებით შეხვდნენ და მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს. გარდა ამისა, პარლამენტთან ირაკლი კობახიძის სიძე, აფხაზეთის მთავრობის მინისტრი დავით ფაცაციაც გამოჩნდა. მის იქ მისვლასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენა. ისინი ამ დრომდე ადგილზე რჩებიან. მათ სიმბოლურად დილის 4:00 საათზე 9 აპრილს დაღუპულთა სულებისთვის ილოცეს და ფიცი დადეს. რუსთაველზე აქცია ახლაც გრძელდება და დედაქალაქის ცენტრალური გამზირი გადაკეტილია.

 

ფოტო: IPN

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რომის პაპი ფრანცისკე
რა გახდა რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი

რომის პაპის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი ინსულტია - ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. მისივე ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ გარდაცვალება ინსულტის შედეგად ცერებრალურმა სისხლდენამ (სისხლჩაქცევამ) გ...

მსოფლიო 14:09

გია ხუხაშვილი
„ვინც ამ ბოდვას კიდევ უსმენს და იჯერებს, ისინიც ჩვენი საშველი რომ არიან…“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,მთელი მსოფლიო თავისი დიფ-სტეიტიანად ცდილობს ომი დაასრულოს, ესენი კიდევ “ვერავინ ვერ შეძლებს საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოსო” მღერიან…    ამათი დიაგნოზი ცნობილია, მაგრა...

სოცმედია 13:28

ჩინეთი
ჩინეთი აშშ-ის კონგრესმენებს, ოფიციალურ პირებსა და NGO-ების ხელმძღვანელებს ასანქცირებს

ჩინეთი შეერთებული შტატების კონგრესმენებს, მთავრობის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, "ჰონგ-კონგთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით აღმაშფოთებელი ქცევისთვის", სანქც...

მსოფლიო 13:25

გიგიშა რომის პაპი
"საერთო" აღდგომის დღეს გარდაიცვალა პაპი ფრანცისკი. აცხონოს უფალმა მისი სული“ - გიორგი პატარიძე

პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე: ძირითადი ქრისტიანული კონფესიების მიერ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა ერთ დღეს, აქამდე ემთხვეოდა საშუალოდ 7 წელიწადში ერთხელ.კათოლიკეები, პროტესტანტები თ...

სოცმედია 13:21

დავით გუნაშვილი
„დაკავებული დავით გუნაშვილის ადგილსამყოფელს ვარკვევთ“ - ჯგუფი “ფარი“

ჯგუფი “ფარი“, რომლის წევრი, დავით გუნაშვილი, პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდიანრე აქციაზე ცოტა ხნის წინ დააკავა, განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ადვოკატები ჩართული არიან პროცესში და გადაყვანის ადგილი...

პოლიტიკა 13:00

პოლიციელი როინ მესხი ქალზე
ვინ არის ქალზე ძალადობაში მხილებული პოლიციელი

პოლიციელი, რომელიც აქციის მონაწილე გოგონაზე ძალადობდა და მას თმებს ქაჩავდა, ამტკიცებს, რომ “არავისზე უძალადია“ და ასე იმიტომ მოიქცა, რომ გოგონა მოქალაქის დაკავებაში პოლიციას ხელს უშლიდა და ადგილს გაარ...

პოლიტიკა 12:48