1745918713
„ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკას ატარებს გამომძიებელი, რომელიც მამალაძის საქმის გამყალბებელი და ციანიდის ჩამდებია“
პოლიტიკა • 14 აპრილი 3:47
ჩემს შვილს ვინმეს პიარის გამო არ გაუკეთებია ის, რაც გააკეთა, - ასე პასუხობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირის, გიგა ოთხოზორიას დედა თეა წულუკიანის განცხადებას. ქართველი გმირის დედა ამბობს, რომ საქართველოში ყველა სამშობლოსთვის დაღუპული მებრძოლის დედა ამაყობს და ამიტომ, "ოცნების" ლიდერის ეს განხადება გამაოგნებელია. მისი თქმით, სამშობლოსთვის თავდადება გმირების ბუნებაშია.
როგორ დავიჯერო ის, რომ ანწუხელიძე იმ დროს ერთი ადამიანის პიარის გამო აკეთებდა იმას, რაც გააკეთა. არა. არც ჩემს შვილს არ გაუკეთებია ვინმეს პიარის გამო ის საქციელი, რაც მან ჩაიდინა. გადამთიელმა, რუსებისგან მხარმიცემულმა გარეწარმა, მთვრალმა, რომელიც ე.წ. საზღვარზე იდგა და რას იცავდა, თვითონ რომ არ იცოდა და აგრესია გაოამჟღავნა ქართველი ადამიანის მიმართ, ქართული პასპორტის მიმართ, მას წინ აღუდგა და გამოხატა ის რეაქცია, რაც გამოხატა და მიიღო ტყვია. ჩვენ მიწაზე თითოეული ამაყობს თავისი შვილით, რომელმაც თავი სამშობლოს შესწირა. სამშობლოს სიყვარულს იმ სიკვდილის დროს ვერავინ შეახსენებს მათ, ის თავიანთ ბუნებაშია. ასე სახალხოდ არ უნდა იხილებოდეს ის საკითხები, რომელიც იხილება, - ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა. თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.
ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი: ,,სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა თუ ტერორის ფორმაა, გამოკითხვაზე დაბარება გენოციდი ყოფილა“
სოცმედია • 10:05
საქართველოს სახალხო დამცველი დღეს, სამოქალაქო აქტივიდებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება და წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უ...
პოლიტიკა • 9:53
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა “ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ დაინიშნა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს სამინისტროში დაუდასტურეს.
პოლიტიკა • 9:52
ბელარუსიც აღარ არის ეს, როცა დედა-შვილის სახლს პარალელურად ჩხრეკენ - ასე ეხმაურება თბილისში მიმდინარე ჩხრეკების სერიას ნანუკა ჟორჟოლიან და ამბობს, რომ "ოცნების" რეჟიმი 37 წლიან რეპრესიებს აბრუნებს ქვე...
პოლიტიკა • 9:45
"პირველების" ინფორმაციით, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკას გამომძიებელი დავით ბაინდურაშვილი ატარებს. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, ბაინდურაშვილის სახელი ე.წ. ციანიდის საქ...
პოლიტიკა • 9:25
დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განაახლა. ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 9:22
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა