"დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - დოკუმენტური ფილმის ჩვენება იტალიის სენატში გაიმართება
პოლიტიკა • 1790929051
იტალიის სენატში გაიმართება დოკუმენტური ფილმის – "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" – ჩვენება და დისკუსია, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანიის ნაწილია.
ღონისძიება ფილმის ერთსაათიანი ჩვენებით დაიწყება, რის შემდეგაც, რომის დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 13:00 საათზე), დისკუსია გაიმართება. ფილმი საარქივო მტკიცებულებებსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა ისტორიებს აერთიანებს.
იტალიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ფილმის ჩვენება და დისკუსია იტალიელი სენატორის, მარკო ლომბარდოს ინიციატივით, და ფედერალისტების, აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის და ტაბულას ორგანიზებით გაიმართება.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: Azione-ს სენატორი მარკო ლომბარდო; მმართველი Fratelli d’Italia-ს დეპუტატი და პარტიის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანჩესკო ფილინი და "დემოკრატიული პარტიის" სენატორი ფილიპო სენსი. სპიკერებს შორის ასევე იქნებიან აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ჯაკომო ფერარა და პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე გიგა ბოკერია. დისკუსიას Il Foglio-ს ჟურნალისტი და ავტორი მიკოლ ფლამინი გაუძღვება.
რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანია 2022 წელს დაიწყო. მას შემდეგ გამოფენები და ფილმის სხვადასხვა ვერსიის ჩვენებები საქართველოს არაერთ ქალაქში, აშშ-ს კონგრესში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეასა და სხვა დასავლურ ინსტიტუტებში გაიმართა.
კამპანიის მიზანია, აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარება როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









