"დიდება გმირებს - დაასრულე მოღალატე რეჟიმი!" - გმირთა მემორიალთან, დღეს, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა

პოლიტიკა 28 მარტი 11:24

დიდება გმირებს

საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს 28 მარტს, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა. აქციაზე ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან 2008 წლის ომში ქართველი გენერლებისა და ჯარისკაცების დადანაშაულებას გააპროტესტებენ

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ჩვენი გმირები იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და ჩვენი მომავლისთვის. მათმა თავგანწირვამ შეაჩერა ოკუპანტის ტანკები, მაგრამ დღეს მოღალატე რეჟიმი ცდილობს ისტორიის გადაწერას.

ჩვენ, ქართველი ხალხი, არასდროს დავუშვებთ, რომ ჩვენი ისტორია და გმირთა სახელი რუსეთის დაკვეთით შეილახოს! გენერლებისა და ჯარისკაცების დადანაშაულება – ესაა საქართველოს ღალატი!

28 მარტს, 19:00 საათზე, გმირთა მემორიალთან ვიკრიბებით, რათა გამოვხატოთ პატივისცემა გმირთა სახელის მიმართ და ვუთხრათ ივანიშვილის რეჟიმს – ჩვენი გმირების შეურაცხყოფა, ჩვენი სამშობლოს ღალატია" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ახალი მთავრობაა
„ოცნება“ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ქმნის

"შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მუშაობას" - განაცხადა ი...

პოლიტიკა 11:32

კახა ოქრიაშვილი
„ერთადერთი გეგმა სამუშაო პროცესში ანუ უწყვეტ პროტესტშია“ - კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ დღეს დაანონსებული მასშტაბური აქციის ფონზე, მიმდინარე პრესა ორ ნარატივს ავრცელებს: არ არსებობს ერთობა და საზოგადოებას არ აქვს გეგმა. ოქრიაშვილი ორივე...

პოლიტიკა 11:29

კრემლი
ვინ დაესწრება საქართველოდან 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს

ვინ დაესწრება 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს - "პირველებისთვის" ახალი გვარები ხდება ცნობილი. ასეთებად ოპოზიცია ლევან ვასაძეს, მიხეილ ხუბუტიას, მამუკა მერკვილაძეს  და მამუკა ფიფიას ასახელებს. მათი...

პოლიტიკა 11:23

პუტინი
"პერიფრაზია, ციტატები არ იყო" - პესკოვი NBC News-ის ინფორმაციაზე, რომ ტრამპი პუტინზე "ძალიან გაბრაზებულია"

„ზოგიერთი ნახსენები განცხადება მოყვანილი იყო პერიფრაზით, ისინი არ იყო ციტატები" - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრამპი პუტინზე...

მსოფლიო 11:21

ჩიკვაიძე
გიორგი ჩიკვაიძე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან კლინიკაში ითხოვს გადაყვანას. მოშიმშილე პატიმრის მოთხოვნას  პენიტენციური დაწესებულება ჯერ არ აკმაყოფილებს. დაჭერილი ბიზნესმენი პროტესტის ნიშნად უკვე 20 დღეა შიმშილობს. ჩიკვაიძის...

პოლიტიკა 10:54

აშშ საელჩო
ამერიკის საელჩოს გაფრთხილება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გაფრთხილების განცხადებას ავრცელებს. საუბარია ამერიკის საზღვრის უკანონო კვეთის მსურველების შესახებ. უკანონოდ შესვლას თუ შეეცდებით - დაგაკავებენ, გაგაძევ...

პოლიტიკა 10:52