ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ დებატები 10 აპრილს გაიმართება

პოლიტიკა 7 აპრილი 11:09

ევროსაბჭო

სტრასბურგში საქართველოს შესახებ დებატები ხუთშაბათს, 10 აპრილს გაიმართება-ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს მიიღებს რეზოლუციას და იმსჯელებს  შემდგომ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

სხდომა საფრანგეთში ამ წუთებში მიმდინარეობს.

პირველი, ვინც სიტყვით გამოვიდა და სინდისის  პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა, შვედი პოლიტიკოსი იყო. დღეს სტრასბურგში ღიად ითქვა, რომ ადგილობრივი არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ გადაიჭრება.

ვითარება საქართველოში უარესდება. გუშინ თბილისის ქუჩებში პროტესტის 130 დღე აღინიშნა. ქართველი ხალხი მმართველი პარტიის ქართული ოცნების ძალადობას და რეპრესიებს აპროტესტებს. ასობით დემონსტრანტს და ჟურნალისტს სცემეს, თუმცა არცერთი პოლიციის ოფიცერი არ მიუციათ პასუხისგებაში, რომელიც კითხვის ნიშანს არ ტოვებს იმაზე, ვინ დგას ამ ძალადობის მიღმა. ევროპის საბჭოს კონგრესმა ღიად თქვა, რომ ადგილობრვი არჩევნები ვერ ჩატარდება ამჟამინდელი კრიზისის გადაჭრის გარეშე.  როგორც ჩვენმა ასამბლეამ იანვარში თქვა,  ახალი არჩვნები იქნება ნაბიჯი წინ, ამას თან უნდა ახლდეს რეპრესიების დასრულება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება,- განაცხდა შვედმა პოლიტიკოსმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო“ - კობახიძე

რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერ...

პოლიტიკა 14:19

მაკკლირი ივანიშვილი
„სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა დავაწესოთ“ - მაკკლირი

დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი პლატფორმა X-ზე ეხმაურება.   ლიბერალ-დემოკრატთა პარტ...

პოლიტიკა 14:02

სასულიერო პირი
"არტისტობას ნუ მასწავლით... ეს გზის გადაკეტვა რა არის?" - სასულიერო პირი აქციის მონაწილეებს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამის შემდეგგზაზე შევიდა მანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისგან დაჟინებით ითხოვდა გატარებას. ავტომობილშ...

პოლიტიკა 13:57

კობახიძ წულუკიანი
„ეს არის ობიექტური მოცემულობის გახმოვანება“ - ივანიშვილის კობახიძე ივანიშვილის წულუკიანის განცხადებაზე

 "ქართული ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება "ფაქტის კონსტატაცია და ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა". რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკა...

პოლიტიკა 13:56

ნიკა გვარამია წულუკიანი
„ბოროტი ქიშმიში“ - ნიკა გვარამია წულუკიანზე

ნიკა გვარამია: ეს თეა წულუკიანი, არც მეტი, არც ნაკლები, შეპყრობილია და ეგზორციზმის სეანსები სჭირდება.ბოროტი ქიშმიში

სოცმედია 13:26

წულუკიანი მიქანაძე
„თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ - გივი მიქანაძე

თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმც...

პოლიტიკა 13:22