"ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, რათა უცხოეთში არ წავიდეს" - ნიკა გვარამია

პოლიტიკა 8 აპრილი 5:04

გვარამია ღარიბაშვილი

"ღარიბაშვილს პასპორტი აქვს ჩამორთმეული, რათა უცხოეთში არ წავიდეს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ყოფილ პრემიერს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაცია აქვს და გარკვეული სახის ინფორმაციას აწვდის.

 

ზუსტად გეუბნებით, ღარიბაშვილზე ამ შემთხვევაში, რომ მას პასპორტიც კი ჩამორთმეული აქვს, რომ უცხოეთში არ წავიდეს. მას კომუნიკაცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იგი ინფორმაციასაც კი აწვდის. ცემაც, პასპორტის ჩამორთმევაც, ეს ყველაფერი სიმართლეა. ღარიბაშვილმა ამ ქვეყნიდან გაქცევა რამდენჯერმე სცადა. ხვალ რომ გამოაჩინონ, რადგან დღეს მე და თქვენ ამაზე ვსაუბრობთ, არაფერს არ ნიშნავს. ეს კაცი ნაცემიც არის, მხარამოგდებულიც არის, პასპორტწართმეულიც არის და ტერორის ქვეშაც არის." - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოთავსების შესახებ "ტვ პირველის" ეთერში თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა 2024 წლის 10 დეკემბერს ისაუბრა.

 

მოგვიანებით კი, "ქართული ოცნება" იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს. ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში იწვა, ამის მიზეზად კი დაასახელა, რომ ექს პრემიერმა დაზიანებები ვარჯიშის დროს მიიღო.

ინფორმაციას, რომ "ქართულ ოცნებაში" ლიდერები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც ფლობდა. განცხადება გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" 2024 წლის 11 დეკემბერს გააკეთა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მდინარაძე
„თუ ასე მყარად, 2 ფეხზე დგომას გავაგრძელებთ, ჩვენს მშვიდობასა და განვითარებას არც არაფერი ემუქრება" - მამუკა მდინარაძემ.

"ჩვენი, ქართველი ხალხის გარეშე, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვეღარავინ ვერასდროს მიიღებს. ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს [...] გარე დავალების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებაში ვერ უნდა მოვიდეს [....

პოლიტიკა 28 აპრილი 20:37

ღარიბაშვილი
„ღარიბაშვილი ღიად ჯუჯღუნებდა. იყო ფიზიკური გაწევ-გამოწევა“ - „ონების“ კულუარები

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების გამო, "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება...

პოლიტიკა 28 აპრილი 20:34

მელაძე
ფოტო: „მთავარი არხი“ ჩემს შვილებთან ერთად დაიბადა. 26 აგვისტოს ტყუპები გაჩნდნენ, ამ დროს, დღეს და ღამეს ვასწორებდით, რომ 9 სექტემბერს ეთერი ყოფილიყო“ - ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძე: მთავარი არხი ჩემს შვილებთან ერთად დაიბადა. 26 აგვისტოს ტყუპები გაჩნდნენ, ამ დროს, დღეს და ღამეს ვასწორებდით, რომ 9 სექტემბერს ეთერი ყოფილიყო.ჩაჩავადან მთავარში, მერე ბაზრობაზე, მერე ლილო...

სოცმედია 28 აპრილი 20:28

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილი
„სანქციები საფრთხეა... შეიძლება, ივანიშვილის გარემოცვაში რღვევა დაიწყოს“ - დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროპული და დასავლური ქვეყნების მიერ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების ფონზე, ოლიგარქის გუნდში რღვევა დაიწყოს. მისი განცხად...

პოლიტიკა 28 აპრილი 20:25

ოპოზიცია
სკანდალური ვიდეო: „პირდაპირ გეტყვით, ეს ძალიან ხმაურიანი ამბავი იქნება...“ - ვის ურეკავდნენ და რას სთხოვდნენ არჩევნებამდე ერთ კვირით ადრე ოპოზიციის ლიდერები

სკანდალური ვიდეო: „პირდაპირ გეტყვით, ეს ძალიან ხმაურიანი ამბავი იქნება...“ - ვის ურეკავდნენ და რას სთხოვდნენ არჩევნებამდე ერთ კვირით ადრე ოპოზიციის ლიდერები  

პოლიტიკა 28 აპრილი 20:22

ვაშინგტონი
"პუტინი ცეცხლის დროებით შეწყვეტას გვთავაზობს, ტრამპს ცეცხლის სრულად შეწყვეტა უნდა" - თეთრი სახლი

"პუტინმა დღეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა: ჯერ საჭიროა ცეცხლის სრულად შეწყვეტა", - ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლან ლევიტმა ვლადიმერ პუტ...

რუსეთ-უკრაინის ომი 28 აპრილი 15:59