ღარიბაშვილს საფრანგეთის აგენტობას აბრალებენ?! - სტატია, რომელსაც სამთავრობო მედიები აქტიურად აშუქებენ

პოლიტიკა 1788342996

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანული მედია

ქართულ სამთავრობო მედიაში აქტიურად ვრცელდება აზერბაიჯანულ ვებგვერდ haqqin.az-ზე გამოქვეყნებული სტატია ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ. 2026 წლის 26 აგვისტოს ვებგვერდზე ანალიტიკის რუბრიკაში, გამოქვეყნდა ვახტანგ ჯოხაძის სტატია სათაურით: "როცა ზურგს უკან პარიზია, კართან კი პროკურატურა". სტატიის მთავარი სათქმელი არის ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საფრანგეთის ინტერესებით მოქმედებდა. სწორედ ამ აქცენტით ავრცელებენ, ამ სტატიაზე დაფუძნებულ ქარდებს სამთავრობო მედიებიც.

სტატიის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი 

"საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი თითქმის ყველაზე პროფრანგი ქართველი პოლიტიკოსია. მან არა მხოლოდ განათლება მიიღო საფრანგეთში, არამედ ხელისუფლებაში ყოფნისას ატარებდა პოლიტიკას, რომელიც უფრო მეტად პარიზის ინტერესებს შეესაბამებოდა, ვიდრე თბილისისას. ამ პოლიტიკის საფრთხე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის მხოლოდ ახლა შეიძლება გაანალიზდეს სრული მოცულობით."

"მას შემდეგ, რაც 2021 წელს ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის სავარძლიდან პრემიერის სავარძელში გადაჯდა, მას საფრანგეთისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების კონტრაქტის ჩაშლის გამო არანაირი პრეტენზია არ წაუყენებია. პირქით, თბილისისა და პარიზის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა. 2021–2023 წლებისთვის ხელმოწერილი პარტნიორობის ახალი შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ სამი წლის განმავლობაში საფრანგეთისგან 483 მილიონი ევროს დახმარება მიიღო. თუმცა, ისევ და ისევ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ამ დახმარების „დამუშავება“ ეროვნული ინტერესების საზიანოდ მოხდა, და 2023 წლის ბოლოს სკანდალი აგორდა საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში ფრანგული ჯავშანმანქანების — Bastion-ების ტრანზიტის ირგვლივ.""ღარიბაშვილის პროფრანგული პოლიტიკა არაფრით დაეხმარა „ქართულ ოცნებას“. პირქით, სწორედ პარიზმა დაუჭირა მხარი რადიკალურ ოპოზიციას და 2024 და 2025 წლებში საქართველოში „რევოლუციური“ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს. ამასთან, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იყო, იმავე ოპოზიციონერების მოწმობით, მმართველი პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც „პროტესტანტებთან დიალოგის“ მომხრედ გამოდიოდა. ეს კი მას შემდეგ, რაც ამ „პროტესტანტებმა“ — ფაქტობრივად პროვოკატორებმა — დაიწყეს პოლიციელების დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით და მეორე „ფრანგის“, სალომე ზურაბიშვილის წაქეზებით, ბავშვების პოლიციის ტყვიებზე მიშვებას აპირებდნენ. ოპოზიციასთან დიალოგს მაშინ კატასტროფის გარდა არაფრამდე მიყვანა არ შეეძლო — საჭირო იყო გადამჭრელი ზომები არეულობის აღსაკვეთად, და ხელისუფლება ამ ნაბიჯზე წავიდა. იმავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილი პროტესტების პიკში, ფაქტობრივად, საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი „რევოლუციონერების აგენტი“ იყო „ქართული ოცნების“ რიგებში."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172