„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია
პოლიტიკა • 1789071801
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა.
გვარამიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, ის არასდროს იკადრებს თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილთანაა შეკრული, თუმცა მისი შეფასებით, „გირჩის“ ივანიშვილთან კავშირი აშკარაა.
„„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხოლო იაგო ხვიჩია - მათი აგენტი. ის, რომ „გირჩი“ ბიძინას სატელიტი პარტიაა და ამაში ფულს იღებს, მარტივი მოცემულობაა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კოალიციის ლიდერი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ბოლო სოციალურ პოსტს, სადაც ექსპრეზიდენტმა იაგო ხვიჩიასთან მიმოწერის საკითხი ახსენა:
„ჩემთვის მთავარი სამიზნე კვლავ ბიძინა ივანიშვილია. მე არ მაქვს მიმოწერა იაგო ხვიჩიასთან. სააკაშვილის დღევანდელ პოსტში ხვიჩიას ერთი აბზაცი რომ ეძღვნება, სადაც არც უარყოფაა, რომ მასთან მიმოწერა ჰქონდა და არც იმაზეა ლაპარაკი, თუ რაზე ესაუბრა - რომ შეეშალა და ბანდიტთან მივიდა და არა პოლიტიკოსთან...
იაგო ხვიჩია არის „ქოცების“ აგენტი და ეს სააკაშვილმა ჩემზე უკეთ კი არა, ყველაზე უკეთ იცის. ძალიან საინტერესოა, განემარტა მაშინ, რას ნიშნავს „ქოცების“ აგენტთან მიმოწერა. ამის შემდეგ სამი აბზაცი რომ ეძღვნება გილაურსა და გვარამიას, ეს რა ნორმალური ვითარებაა?“ - აღნიშნა გვარამიამ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









