1741517556
„გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და წავიდა. გაგვიმარჯოს ვინც დავრჩით... გავიმარჯვებთ სახელოვნად“ - ნანუკა ჟორჟლიანი
პოლიტიკა • 22/2/2023 • 7:50
მე-VI საუკუნის ჯვრის მონასტერში უმძიმესი მდგომარეობაა - ამ წუთებში მონასტერთან იმყოფებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები.
პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მონასტრის ეზოში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მონასტერში ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები - რუსული წარწერები.
"ყველამ კარგად ვიცით გელათში განვითარებული მოვლენები, რომ ჯალათეა ანგრევს და ანადგურებს გელათს. ჩვენი შეთავაზებაც იცით, მზად ვართ, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ, უზრუნველვყოთ მათ შორის ფინანსურადაც, რომ რაც დარჩენილი ის მაინც არ განადგურდეს.
ახლა ვიმყოფებით ჯვრის მონასტერში, რომელიც ასევე ინგრევა ივანიშვილისა და წულუკიანის ხელში. ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი, არის ვანდალიზმის ფაქტები - რუსული წარწერები ჯვრის მონასტერში. მოვუწოდებ ყველას ვისაც ეს ეხება და სამწუხაროდ, უპირველესად ეს ეხება ჯალათეას, რომელიც მინისტრია და გაჩერებული აქვს ის ფინანსები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მონასტრის რეაბილიტაცია... ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად ჩატარდეს რეაბილიტაცია. ამერიკელებმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ამაში ასიათასობით დოლარი ჩადეს, რომ რეაბილიტაცია მოხდეს, მაგრამ წულუკიანს ეს ფინანსები აქვს შეჩერებული ერთი ხელის მოწერით შეუძლიათ დაიწყონ აქ საქმიანობა, თუმცა, სამწუხაროდ, ამას არ აკეთებს ხელისუფლება.
ამ შემთხვევაშიც პროფესიონალებთან ერთად ვთავაზობთ დახმარებას, პროფესიონალების ჩართვას და თუ საჭიროა, ნებისმიერი ფორმით ჩვენს თანამონაწილეობას" ,- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი, პროფესორი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, რომ არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც ჯვრის მონასტრის ქვის კონსერვაციის სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. მისი თქმით, წულუკიანმა გააჩერა აღნიშნული პროექტი, რომელიც 500 000 დოლარის ინვესტირებაა და სამუშაოების დასაწყებად ყველაფერი უკვე მზად იყო.
თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი, რომლის სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს და იყო მისთვის მრავალწლიანი პატიმრობის მისჯის მოლოდინი, გავრცელებული ინფორმაცი...
სოცმედია • 11:02
ლევან სანიკიძე: მინდა ჩემი მოსაზრება სწორად გაიგოთ.ცხადზე უცხადესია, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი ყვავის. დემოკრატიული სამყარო კარგად იაზრებს, რომ ამ სახელმწიფოში ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა ს...
პოლიტიკა • 10:57
ნანუკა ჟორჟლიანი: გაუმარჯოს ვინც იბრძოდა და წავიდა.გაგვიმარჯოს ვინც დავრჩით!და მივხედოთ საქმეს.არ გეგონოთ ბევრი დრო გვაქვს.გავიმარჯვებთ სახელოვნად და ყველა დაბრუნდება. ძალიან მჯერა ამის მე!
სოცმედია • 10:52
თანამშრომლების მოულოდნელი გაფიცვის გამო, ჰამბურგის აეროპორტი დაიხურა. აეროპორტის განცხადებით, გაფიცვის გამო ფრენების მიღება, ასევე, აეროპორტიდან ფრენების შესრულება ვერ ხერხდება. აეროპორტი მოუწოდებს...
მსოფლიო • 10:41
თეატრალურ უნივერსიტეტში შესული ოლიგარქის პოლიცია სტუდენტებს აჯარიმებს. სავარაუდოდ, მათ "ქართული ოცნების" ახალი რეგულაციის საფუძველზე აჯარიმებენ, რომლის მიხედვითაც, დახურულ სივრცეში მეპატრონის ნებართვი...
პოლიტიკა • 10:31
ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის თქმით, ტელეფონში საუბრისას სპეციალურად აღნიშნა, რომ სახლის კარი არ ჰქონდა ჩაკეტილი და სახლის უკანა კამერები გათიშული იყო, რის შემდეგაც, 15-20 წუთში უცნობი პირები მის სახლში...
პოლიტიკა • 9:59
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა