კაია კალასის საგანგებო განცხადება საქართველოზე

პოლიტიკა 8 აპრილი 6:53

კაია კალასი

"საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა"- ამის შესახებ უმაღლესმა ევროკომისარმა, კაია კალასმა ევროპარლამენტარებისთვის მიწერილ ვრცელ წერილში დაწერა.

 

წერილი კალასმა ევროკომისიის სახელით ევრო დეპუტატებს რამდენიმე საათის წინ გაუგზავნა.

ევროკომისარი ამბობს, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე პასუხისმგებლები არიან, გლობალური სანქციების დაწესებაზე მუშაობა გრძელდება.

გარდა ამისა, კალასი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, ეძებოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის უზრუნველყოფით.

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, ევროკავშირმა მიიღო რიგი ზომები. ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შემცირდა და ხელისუფლებისთვის დახმარება შეჩერებულია. ევროკავშირმა გააძლიერა თავისი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის და დამატებითი რესურსები ხელმისაწვდომი გახდა დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეჩერების შესახებ უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის.

2024 წლის 16 დეკემბრის საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა შესთავაზა სანქციების დაწესება საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ჩართულნი ან ასოცირდება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმების მიღწევა, დისკუსიები გრძელდება. ევროკავშირის სანქციების შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად საბჭოში წევრი სახელმწიფოების მიერ.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეძებოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის უზრუნველყოფით, ხოლო ნდობის აღდგენის ყველა ვარიანტი უნდა იყოს შესწავლილი. ევროპის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშში ასახული რეკომენდაციები პრიორიტეტულად უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ"- წერია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ალბი კორძაია
თეა წულუკიანის შეურაცხყოფის ბრალდებით ალბი კორძაიას წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

 აქტივისტი ალბი კორძაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეა წულუკიანის შეურაცხყოფის ბრალდებით მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.   ალბი კორძაიას თქმით, მას გამომძიებელმა და...

პოლიტიკა 2 წუთის წინ

გორის ხელოვნების სახლი
„ჩვენს ფასადზე დაკიდებული ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს“ - გორის ხელოვნების სახლი

გორის ხელოვნების სახლის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მათი შენობის ფასადზე განთავსებულ ევროკავშირის დროშის დაწვა სცადეს. როგორც ხელოვნების სახლი გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, ამ დროს შენობაში ორგანიზა...

პოლიტიკა 11 წუთის წინ

თბს ქოლგა
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას დ...

ბიზნესი & ეკონომიკა 25 წუთის წინ

არჩილ გორდულაძე
„თავისუფლად მოგზაურობა ქართველების შანტაჟის საფუძველი ვერ გახდება“ - „ოცნებელი“ გორდულაძე უვიზოზე

 ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველანაირი ვალდებულება შევასრულეთ. ამავდროულად, არავის არ მოვუწოდებთ, რომ თითი დაგვიქნიონ, რაღაცით დაგვემუქრონ და დაგვაშანტა...

პოლიტიკა 28 წუთის წინ

ჯეი დი ვენსი
„თუ ვერ მივიღებთ დადებით პასუხს, აშშ დაასრულებს სამშვიდობო პროცესში მონაწილეობას“ - ვენსი

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მ როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას, წარუდგინა "ძალიან მკაფიო წინადადება" სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხის არ არსებობის შემთხვევაშ...

რუსეთ-უკრაინის ომი 32 წუთის წინ

სამხარაძე
"იზოლატორში რომ გადამიყვანეს, ექიმი ქალბატონი შემოვიდა გასასინჯად და მეკითხება: - იყო ხალხი? გადაიკეტა რუსთაველი? მოდი, შევავსოთ შენი მონაცემები, ამათი დედა ვატირე!“ - მიხეილ სამხარაძე

"იზოლატორში რომ გადამიყვანეს, ექიმი ქალბატონი შემოვიდა გასასინჯად და მეკითხება:- იყო ხალხი? გადაიკეტა რუსთაველი?- დიახ, გადაკეტილი იყო.- ძალიან კარგი! მოდი, შევავსოთ შენი მონაცემები, ამათი დედა ვატირე...

პოლიტიკა 40 წუთის წინ