კასპის მერი დეკლარაციაში უთითებს, რომ აშშ-დან იმაზე მეტი გზავნილი მიიღო, ვიდრე ხელფასი აქვს - Qartli.ge

პოლიტიკა • 1790622551

კასპის მერი მაისურაძე

კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს მან დასავლეთის ქვეყნებიდან იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე თანამდებობრივი სარგოს სახით. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაისურაძემ ფულადი გზავნილების სახით, დღევანდელი კურსით, ჯამში 64 826.40 ლარი მიიღო. რაც შეეხება მის საჯარო საქმიანობას, ვახტანგ მაისურაძის, როგორც კასპის მერის, წლიური ანაზღაურება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64 795 ლარს შეადგენს.

ამრიგად, დეკლარირებული გზავნილების ჯამური ოდენობა მერის წლიურ ხელფასს 31.40 ლარით აღემატება. ფულად გზავნილებს იგი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს.

„დიახ, ჩემი ოჯახის წევრი აშშ-შია. ყველაფერი დეკლარაციაში მაქვს მითითებული და შეგიძლიათ ნახოთ“, — განუცხადა კასპის მერმა „ქართლის ამბებს“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325