„კოლექტიურ ნაცმოძრაობას" კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის საშუალება“ - „ოცნებამ“ ოპოზიციის აკრძალვა გადაიფიქრა

პოლიტიკა 14 აპრილი 19:48

პოლიტიკა

 2 საათის წინ

ივანიშვილის წარმომადგენლის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილება მიიღო, წულუკიანის კომისიას ვადა 1 თვით გაუხანგრძლივოს.

 

როგორც მდინარაძე ამბობს, ამ გადაწყვეტილებით "კოლექტიურ ნაცმოძრაობას  შესაძლებლობა ექნება კიდევ ერთ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა".

"ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მოგეხსენებათ რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ 3-თვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას 1 თვით გავახანგრძლივებთ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია.

შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისათვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს და როგორც იტყვიან ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელია, შეიძლება ასეც იყოს ამ შემთხვევაში, მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ.

 

შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში" - თქვა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით, "შიდა და გარე ძალებს" სპეკულაციის საშუალებას არ მისცემენ, რომ " რომ ქართულმა ოცნებამ "კოლექტიური ნაცმოძრაობის" აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე". 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რომის პაპი ფრანცისკე
რა გახდა რომის პაპის გარდაცვალების მიზეზი

რომის პაპის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი ინსულტია - ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. მისივე ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ გარდაცვალება ინსულტის შედეგად ცერებრალურმა სისხლდენამ (სისხლჩაქცევამ) გ...

მსოფლიო 14:09

გია ხუხაშვილი
„ვინც ამ ბოდვას კიდევ უსმენს და იჯერებს, ისინიც ჩვენი საშველი რომ არიან…“ - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,მთელი მსოფლიო თავისი დიფ-სტეიტიანად ცდილობს ომი დაასრულოს, ესენი კიდევ “ვერავინ ვერ შეძლებს საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოსო” მღერიან…    ამათი დიაგნოზი ცნობილია, მაგრა...

სოცმედია 13:28

ჩინეთი
ჩინეთი აშშ-ის კონგრესმენებს, ოფიციალურ პირებსა და NGO-ების ხელმძღვანელებს ასანქცირებს

ჩინეთი შეერთებული შტატების კონგრესმენებს, მთავრობის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, "ჰონგ-კონგთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით აღმაშფოთებელი ქცევისთვის", სანქც...

მსოფლიო 13:25

გიგიშა რომის პაპი
"საერთო" აღდგომის დღეს გარდაიცვალა პაპი ფრანცისკი. აცხონოს უფალმა მისი სული“ - გიორგი პატარიძე

პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე: ძირითადი ქრისტიანული კონფესიების მიერ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა ერთ დღეს, აქამდე ემთხვეოდა საშუალოდ 7 წელიწადში ერთხელ.კათოლიკეები, პროტესტანტები თ...

სოცმედია 13:21

დავით გუნაშვილი
„დაკავებული დავით გუნაშვილის ადგილსამყოფელს ვარკვევთ“ - ჯგუფი “ფარი“

ჯგუფი “ფარი“, რომლის წევრი, დავით გუნაშვილი, პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდიანრე აქციაზე ცოტა ხნის წინ დააკავა, განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ადვოკატები ჩართული არიან პროცესში და გადაყვანის ადგილი...

პოლიტიკა 13:00

პოლიციელი როინ მესხი ქალზე
ვინ არის ქალზე ძალადობაში მხილებული პოლიციელი

პოლიციელი, რომელიც აქციის მონაწილე გოგონაზე ძალადობდა და მას თმებს ქაჩავდა, ამტკიცებს, რომ “არავისზე უძალადია“ და ასე იმიტომ მოიქცა, რომ გოგონა მოქალაქის დაკავებაში პოლიციას ხელს უშლიდა და ადგილს გაარ...

პოლიტიკა 12:48