„კომისიაზე ჩემი მისვლის შემდეგ თუ ენმ-ს უთხრეს, აღარ აგკრძალავთო, მადლობა მითხრან“ - გიორგი გახარია
პოლიტიკა • 1744781771
გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ოპოზიციურ პარტიებს არ აკრძალავს, წულუკიანის კომისიაზე მის მისვლას უკავშირებს.
“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გადაცემა "რეაქციაში" აცხადებს, რომ სხდომის დასრულებიდან მალევე, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები გამოვიდნენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრეს: "აღარ აგკრძალავთო, მადლობა ერთი მაინც მითხრან და დამთავრებულია ამით საქმე".
მამუკა მდინარაძის თქმით, “ოცნება” ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აკრძალავს
ამასთან, როგორც გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მისი მისვლით, “კომისიამ დელეგიტიმაცია განიცადა და მანდატი დაკარგა.“
“ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, მე რატომ მივედი იქ“,- თქვა გახარიამ.
ჩემი მისვლით ამ კომისიამ დელეგიტიმაცია განიცადა და გეტყვით რატომ, მანდატი დაკარგა. ამ კომისიის მანდატი გახლდათ პარტიების და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმება. ზუსტად 1-2 საათში, ჩემი იქიდან გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა და თქვა, რომ აღარ აუქმებენ ამ პარტიას და რაღაც მოყვა, იბოდა. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, მე რატომ მივედი იქ. ჩვენ მოგვწონს, არ მოგვწონს, ბოიკოტში ვართ, ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ, ვისმენთ არ ვისმენთ, ფაქტია, დღევანდელი ხელისუფლება, ამ კომისიას ჰიბრიდული ომისთვის იყენებს. ეს კომისია თუ ასე გაგრძელდა დ ამ ჰიბრიდულ ომს არ შევეწინააღმდეგეთ, მერე გვეტყვიან , რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ და ამასაც შევეგუებით. თქვენ თუ გგონიათ, რომ იქ მისვლა სასიამოვნო იყო?“,- განაცხადა გახარიამ.
ექსპრემიერი ამტკიცებს იმასაც, რომ "ქართული ოცნების" პარლემენტს მისგან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს და არც მომავალში ექნება.
აბსოლუტურად, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ ნიშნავს არანაირი ლეგიტიმაციის მინიჭებას რაიმე დოზით, რაიმე ფორმით, ნაწილობრივ... ათას სიტყვას იგონებენ ახლა, იმიტომ, რომ იციან, ეს არ არის ლეგიტიმაციის მინიჭება.
ჩვენს პარტიას ამ კომისიაში ეკუთვნის ორი ადგილი და ის, რომ ჩვენი დეპუტატები აქ არ არიან, ეს ნიშნავს იმას. რომ არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან, არც მომავალში ექნება და მითუმეტეს ამ კომისიას"- დასძინა მან.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს
სოცმედია • 1765212179
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765209480
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...
სოცმედია • 1765209294
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...
საზოგადოება • 1765208915
„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა! როგორია ელენეს...
სოცმედია • 1765208719
"კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...
პოლიტიკა • 1765208247












