"მომკალით ცემით; თქვენ ოთახში განმივითარდა ჰემატომა" - ანატოლი გიგაური გამომძიებელს

პოლიტიკა 15 აპრილი 10:55

 ანატოლი გიგაური

რეჟიმის პატიმარმა, აქციებზე დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მის მიმართ პოლიციის მიერ ჩადენილ ძალადობაზე ისაუბრა.

დღევანდელ პროცესზე მოწმე გამომძიებლები -  თევდორე გრიგალაშვილი და ვახტანგ დაბრუნდაშვილი გამოკითხეს. დაბრუნდაშვილმა თქვა, რომ ანატოლი გიგაურმა უარი განაცხადა დაკითხვაზე. მისივე თქმით, გიგაურს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები, რაზეც მან ოქმის შედგენისას განმარტა, რომ ადმინისტრაციულად დაკავებისას დაეცა და მაშინ მიიღო დაზიანებები.

გამომძიებლის ამ განცხადებას, გიგაურის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან მოსამართლეს განუცხადა, რომ მოწმე იტყუება. ბრალდებულის თქმით, ის იყენებდა დუმილის უფლებას და გამოძიებისთვის საერთოდ არაფერი უთქვამს:

„მე გამოვიყენე დუმილის უფლება და მათთვის არაფერი მითქვამს. ხმა არ ამომიღია საერთოდ. მომკალით ცემით. [მოწმემ] თქვა ტყუილი, ბატონო მოსამართლევ.

თქვენ ოთახში რაც ხდებოდა, ხართ თუ არა ამაზე პასუხისმგებელი? რა დარღვევაც მოხდა, როგორც სამართალდამცველი, ხართ თუ არა პასუხისმგებელი ამაზე, ნაცვლად იმისა, რომ კომპიუტერში არ გეწკაპუნებინა? მკითხეთ, რა მოხდაო? მე გიპასუხეთ, რომ დუმილის უფლებას ვიყენებ-მეთქი. გითხარით, თუ არა ეს სიტყვა? გაქვთ თუ არა უფლება ადამიანი გააშიშვლოთ, გახადოთ ტანსაცმელი? რატომ მაძალებდით ჩემი ტანსაცმლის გახდას და თქვენ მიერ მოთრეული ორი ზომით დიდი შარვლის და „სვიტრის“ ჩაცმას? რას ერჩოდით შარვალს? თქვენ ოთახში შემოვიდა გაბუნია და თავში მირტყამდა, თქვენ ოთახში განმივითარდა ჰემატომა. ეს თქვენ წინ მოხდა და თქვენ კომპიუტერში აწკაპუნებდით და რეაგირება არ გქონდათ. თავში ჰემატომა მქონდა, ბატონო მოსამართლევ, ზუსტად ამის ოთახში განმივითარდა ჰემატომა და ამ ყველაფერს ეს ვაჟბატონი ესწრებოდა“, - განაცხადა ანატოლი გიგაურმა. [IPN]
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამომძიებელს ჰკითხა, იყო თუ არა მასსა და ბრალდებულს შორის მსგავსი საუბარი, რაზეც მან ასე უპასუხა: „სიტყვები არ მახსოვს, რას ამბობდა“.

მოსამართლის კითხვაზე, გააშიშვლეს თუ არა ბრალდებული, გამომძიებელმა დაადასტურა:

 

„რა თქმა უნდა, შემოწმებული იყო. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არ უნდოდა მას ჩვენების მიცემა, როგორც მე მახსოვს, არ სურდა ინფორმაციის მოწოდება“, - განაცხადა ვახტანგ დაბრუნდაშვილმა.

მეორე მოწმე გამომძიებელმა თევდორე გიორგაშვილმა არ დაადასტურა ანატოლი გიგაურის ნათქვამი, პოლიციელის მხრიდან ძალადობაზე და ამტკიცებდა, რომ გიგაური აქეთ ძალადობდა გაბუნიაზე.

 

ანატოლი გიგაური გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური წლების განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის საიდუმლო სამსახურში. იბრძოდა ავღანეთში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პარლამენტი ვითარება დაკავება
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - პოლიციამ აქტივისტები დააკავა

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა - პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეები დააკავა. როგორც პირველების კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულები არიან - დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე. პოლიცია...

პოლიტიკა 10:34

პუტინი პაპი
„სამარადისოდ შევინახავ ნათელ მოგონებებს მასზე“ - პუტინი პაპის გარდაცვალებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება კამერლინგ კევინ კოზეფ ფარელს წერილით მიუსამძიმრა. "თქვენო უწმინდესობავ, გულწრფელად ვიზიარებ მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკეს გარდაცვ...

მსოფლიო 10:31

კობახიძე ირაკლი
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ“ - კობახიძე პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებაზე

 ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს...

საზოგადოება 10:20

ოცნება
"2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა" - „ოცნება“ დაარსების 13 წელს აღნიშნავს

 "ქართული ოცნება" დაარსების 13 წელს აღნიშნავს. პოლიტსაბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის დაარსების შემდეგ, "2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინ...

პოლიტიკა 10:18

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
ვიდეო: „სოლიდარობა! თავისუფლება!“ — რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

 „სოლიდარობა! თავისუფლება!“ — რუსთაველის გამზირი გადაიკეტა  

პოლიტიკა 10:03

ზურაბიშვილი პაპი
„მე მქონდა პრივილეგია...“ - სალომე ზურაბიშვილი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურება

 ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკეზეა, რომლებიც გლოვობენ პაპ ფრანცისკეს აღდგომის ორშაბათს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს.   სალომე ზურაბიშვილი ასევე პაპ ფრანცისკესთან...

საზოგადოება 9:57