მორიგი სკანდალი "ოცნების" ირგვლივ - წულუკიანის კომისიას კიდევ ერთი დაზარალებული პასუხობს
პოლიტიკა • 13 აპრილი 15:34

"ქართული ოცნების" ირგვლივ სკანდალი არ ცხრება - წულუკიანის საგამოძიებო კომისიას 2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას და, ირა გაბუნია უპირისპირდება.
ქალი ამბობს, რომ მისი ოჯახი სამართალს 20 წელია ეძებს.
მოქალაქე ია გაბუნია, ამტკიცებს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციისას მოკლულმა ზურაბ ვაზაგაშვილმა 2002 წელს მოქალაქე ბექა პაპუაშვილი მოკლა და როგორც თვითმხილველი, ერთი წლის შემდეგ, მოიშორა მისი ძმა, გიორგი გაბუნია.
"ვაზაგაშვილმა ჩემი ძმა მოკლა, აწამა, ყველა ნეკნი დაუმტვრია, დანებით დასერა და 16 სართულიანის სახურავიდან აგდებდა, გიორგი ცდილობდა მოაჯირს ჩაჰკიდებოდა, რა დროსაც წიხლები ურტყეს და ხელი გააშვებინეს" - ასე აღწერს ქალი მისი ოჯახის უახლოესი წევრის გარდაცვალებას.
ვისაც გგონიათ რომ ხმას არ ვიღებდი აქამდე! მაშინ როცა თითზე ჩამოთვლილი ადამიანები გვედგნენ გვერდით, რადგან ყველას ეშინოდა ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა ამოეღოთ!
როცა ვაზაგაშვილმა ჩემი ძმა მოკლა, აწამა, ყველა ნეკნი დაუმტვრია, დანებით დასერა, და 16 სართულიანის სახურავიდან აგდებდა, გიორგი გაბუნია მაინც იბრძოდა, ცდილობდა მოაჯირს ჩაჰკიდებოდა, რა დროსაც წიხლები ურტყეს და ხელი გააშვებინეს. მას არ შეუწყვეტია ბრძოლა და არც მე შევწყვეტ, სანამ წულუკიანი არ დაისჯება სათანადოთ და ჩერგოლეიშვილმა ხმა ჩაიგდოს და ნუ პირდება, რომ არავის დაიჭერს, თან ძალიან ფანტაზიებში ნუ გადავარდება და ნუ გონია, რომ მისი გადასაწყვეტი იქნება, ვინ დაისაჯოს და ვინ არა!"- წერს გაბუნია.
შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიას გარდაცვალებაზე საქმე თავიდან თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა შემდეგ გადაკვალიფიცირდა ჯერ თვითმკვლელობამდე მიყვანის, შემდეგ კი მკვლელობის მუხლით.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაბუნიას მამა ლევან გაბუნია აცხადებდა, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ საქმის გამოძიების იმედი ჰქონდა, მაგრამ წინსვლა არ არის.

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა - პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეები დააკავა. როგორც პირველების კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულები არიან - დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე. პოლიცია...
პოლიტიკა • 10:34

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება კამერლინგ კევინ კოზეფ ფარელს წერილით მიუსამძიმრა. "თქვენო უწმინდესობავ, გულწრფელად ვიზიარებ მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკეს გარდაცვ...
მსოფლიო • 10:31

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს...
საზოგადოება • 10:20

"ქართული ოცნება" დაარსების 13 წელს აღნიშნავს. პოლიტსაბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის დაარსების შემდეგ, "2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინ...
პოლიტიკა • 10:18

„სოლიდარობა! თავისუფლება!“ — რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პოლიტიკა • 10:03

ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკეზეა, რომლებიც გლოვობენ პაპ ფრანცისკეს აღდგომის ორშაბათს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს. სალომე ზურაბიშვილი ასევე პაპ ფრანცისკესთან...
საზოგადოება • 9:57