მოწმე პოლიციელმა ირაკლი დგებუაძის ტკივილზე საუბრისას ჩვენების მიცემის დროს სიცილი ვერ შეიკავა

პოლიტიკა 14 აპრილი 12:00

ამაღლპბელი მოწმე პოლიციელი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე ამ წუთებში მოწმე პოლიციელები იკითხებიან. მათ შორისაა პოლიციელი, რომელიც ამტკიცებს, რომ მზია ამაღლობელმა ტელეფონით მიიღო დავალება, რომ ირაკლი დგებუაძისთვის სილა გაეწნა. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს დაჭერილი ჟურნალისტი და მისი უფლებადამცველი.

მიხეილ დარჩია სწორედ ის გამომძიებელია, რომელსაც მზია ამაღლობელის საქმე ჩააბარეს. პროკურორები დღეს მას მარტივ კითხვებს უსვამდენენ. აინტერესებდათ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე, რაზეც დარჩიამ უპასუხა, რომ მათ შორის, ირაკლი დგებუაძე გამოჰკითხა.

 

გარდა ამის, მოწმე პოლიციელმა დღეს სხდომაზე სიცილი ვერ შეიკავა დგებუაძის ტკივილზე საუბრისას. ეს მაშინ მოხდა, როცა გამომძიებელ მიხეილ დარჩიას პროკურორმა ჰკითხა ირაკლი დგებუაძის განცდებზე, თუ რა იგრძნო მას შემდეგ, როდესაც მზია ამაღლობელმა სილა გააწნა.

რაც შეეხება კითხვებს მეორე ნაწილს, ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ არ არის მზია ამაღლობელის საქმეში ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ცხადყოფდა იმ დაზიანებებს, რომელიც ჟურნალისტს დაკავების შემდეგ ჰქონდა.

 

დარჩია დღეს ამტკიცებდა, რომ ამაღლობელს დაზიანებები დანაშაულებრივი ქმედების შედეგად არ მიუღია, ამიტომ ამას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

 

მის მიმართ არ იყო ჩადენილი არანაირი დანაშაული. მასალებში აღნიშნულია, რომ მას აღნიშნულ დაზიანებებზე პრეტენზია არ გააჩნია, - თქვა პროცესზე გამომძიებელმა. 
ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი ახლაც გრძელდება. ცნობილია, რომ გამოსაკითხთა სიაში არის თავად ირაკლი დგებუაძეც, რომელიც ამტკიცებს, რომ ამაღლობელის სილის გაწნის გამო ძლიერი ტკივილი განიცადა.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის მივა დგებუაძე სასამართლოში, დღეს თუ მომდევნო დღეებში.     

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოლეგ ბარციცი
"საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო...

პოლიტიკა 22 აპრილი 14:45

საქბანკი აგროჰაბი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით მათ გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა.   პროექტი...

ბიზნესი & ეკონომიკა 22 აპრილი 14:42

სალომე ედიშერაშვილი
VIDEO: საბა სხვიტარიძის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა

საბა სხვიტარიძის საქმის გამომძიებელის ჩვენება სასამართლოზე - პროცესზე მისულმა სალომე ედიშერაშვილმა დღეს თქვა, რომ რიგი საგამოძებო მოქმედებები არ ჩაუტარებია და ასევე აღიარა, რომ არ გამოუკითხავს პოლიციე...

პოლიტიკა 22 აპრილი 14:27

კაცი მანდატური
ვიდეო: „აი, ამ ადამიანმა... საბას დედას ხელები უშალა; ეზოში კი ჩემსკენ გამოიწია ხელით“ - მარიკა არევაძე

მარიკა არევაძე: აი ამ ადამიანმა:- ჯერ სასამართლოს მითითების მიუხედავად ვერ გაუბედა პოლიციელებს და ვერ უთხრა რომ გასულიყვნენ საბას სხსომის დარბაზიდან;- შემდეგ საბას დედას ხელები უშალა;- ეზოში კი ჩემსკე...

პოლიტიკა 22 აპრილი 13:52

პოლიცია დაკავება
სასამართლოს ეზოში პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პირი, რომელმაც სხვიტარიძის საქმის გამომძიებელს "მონა" დაუძახა

სასამართლოს ეზოში პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა პირი, რომელმაც სხვიტარიძის საქმის გამომძიებელს "მონა" დაუძახა. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია რეჟიმის ტყვის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა გ...

პოლიტიკა 22 აპრილი 13:40

საქბანკი აიდ მენეჯერი
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა უკვე ტერმინალის გარეშე არის შესაძლებელი

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა. მისი მეშვეობით...

ბიზნესი & ეკონომიკა 22 აპრილი 12:27