„ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას“ - ნიკა მელია

პოლიტიკა 1744777934

ნიკა მელია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, ამ წუთის მდგომარეობით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ფიქრობს.

ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში გააკეთა. ნიკა მელიას ეს პარტიები არ დაუკონკრეტებია.

"ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას. არ დავაკონკრეტებ. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მეც მათ შორის, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ რომ ფასი საპარლამენტო ბოიკოტისა, ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს. რომ არ ყოფილიყო საპარლამენტო ბოიკოტი, ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა გაეპროტესტებინა ვინმეს, თუ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს არ მიმართავდნენ. 2020-2021 წლების გამოცდილება, როგორც გაკვეთილი, უნდა მივიღოთ", - თქვა ნიკა მელიამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამინდი
დღის მეორე ნახევრამდე ამინდი შეიცვლება - პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილის დღის ბოლოდან 27  აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში  მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის  გაძლიერ...

საზოგადოება 1745735245

ვანკუვერ
არიან დაღუპულები და დაშავებულები - ვანკუვერში, ფესტივალის დროს მანქანა ხალხში შევარდა

კანადაში, ვანკუვერში მანქანა ფესტივალის დროს ხალხში შევარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი რიცხვი არ კონკრეტდება. მანქანის მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა კი...

მსოფლიო 1745734900

სენატორი ლინდსი გრემი
„გვაქვს ორპარტიული კანონპროექტი თითქმის 60 თანასპონსორით და სიამოვნებით დავაწესებთ დამატებით სანქციებს, თუ რუსეთი არ დათანხმდება სამართლიან და მდგრად მშვიდობას“ - გრემი

ვაფასებ ტრამპისა და მისი გუნდის მუშაობას უკრაინაში, პუტინის ბარბაროსული ომის სამართლიანად დასასრულებლად - წერს x-ზე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და რუსეთის წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების დაწე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1745734818

პუტინი ვირთხა
„პუტინი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე გამართოს“ - კრემლის პრესსპიკერი

რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები გამართოს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის წარმომადგენლი...

რუსეთ-უკრაინის ომი 1745733809

ურსულა ფონ დერ ლაიენი
„სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ“ - ლაიენი ზელენსკის

"ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპა მშვიდობისკენ სწრაფვაში ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგებასამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1745732250

რუსი გენერალი
ვინ მოკლა რუსი გენერალი - რა ცნობას ავრცელებს ФСБ

რუსეთში ГРУ-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ იაროსლავ მოსკალიკის 25 აპრილს აფეთქების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული იგნატ კუზინი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოე...

მსოფლიო 1745732032