ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა
პოლიტიკა • 1789070226
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და თქვა, რომ ეს ზაზა გოროზიაა, რომელიც სამეგრელოში ყველა დიდ ბიზნესში წილს ფლობს და სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „ფულს აკეთებს“:
„„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარკვეული ნაწილი ბიძინა ივანიშვილისგან ფულს იღებს. მათ ჰყავთ წევრები, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს წევრები - მაგალითად, ბატონი გოროზია, რომელიც არის სამეგრელოში დიდი ბიზნესების წილში და ის აკეთებს ფულს ქოცებთან ერთად იმ ვითარებაში, როდესაც ნახევარი საქართველო დაჭერილია. ის აკეთებს ფულს „ქოცებთან“ ერთად და კი, ნამდვილად უხდის ცალკეულ წევრებს.
მე რასაც ვუყურებ, მარტივი სქემა თამაშდება - ის, რომ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, რასაც იაგო ამბობს, ეს ფაქტია, ეს ორ ხმაში ლაპარაკია. ეს არის სიტუაციური მოკავშირეობა იაგო ხვიჩიასთან. ეს სირცხვილია, რადგან არ შეიძლება ხვიჩიას თუნდაც ერთი ენმ-ის წევრი მოკავშირე იყოს.
ახლა რა ხდება Facebook-ზე - ნაცები ჩემგან იცავენ იაგო ხვიჩიას, არ გეჩვენებათ. მან უკვე თქვა, რომ ბიძინას შეხვდა, უკვე თქვა, რომ მიშასთან მიმოწერა ჰქონდა და შემდეგი ნაბიჯი იქნება - ის იტყვის, დარწმუნებული ვარ, საშინელ ტყუილს, თუ რა სთხოვა მიშა სააკაშვილმა ბიძინასთან გადასაცემად. საინტერესოა, მერე რას იტყვიან ნაცები: გვარამიას ნაწილში მართალი იყო ხვიჩია და მიშას ნაწილში არაო? ეგრე დამთავრდება ეს ამბავი“, - განაცხადა გვარამიამ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









