ოხანაშვილმა მოადგილეები წარადგინა - ლილუაშვილის მოადგილეებმა პოსტები ვერ შეინარჩუნეს
პოლიტიკა • 5 აპრილი 16:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან წარდგენისას თავისი ახალი მოადგილეები დაასახელა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი მოადგილე იქნება ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი გელა გელაძე და ლევან ხარანაული.
ირაკლი ბერაია მეათე მოწვევის პარლამენტის წვერი იყო “ქართული ოცნებიდან”. ის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 2024 წლის აპრილში ის დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა.
გელა გელაძე ოთხი თვის წინ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, მანამდე ის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. უფრო ადრე იყო მანდატურის სამსახურის უფროსი. 2016-2018 წლებში გელაძე კრიმინალურ პოლიციაში, 2012-2016 წლებში კი პრობაციის სააგენტოში მუშაობდა.
რაც შეეხება ლევან ხარანაულს, ის ოხანაშვილის მოადგილე იყო მაშინ, როცა იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა.
სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილეებიდან თანამდებობა ვერცერთმა ვერ შეინარჩუნა. ლილუაშვილის ოფისში პირველი მოადგილის პოსტს ალექსი ბატიაშვილი იკავებდა. ასევე ლილუაშვილის მოადგილეები იყვნენ შენგელი ფიცხელაური, გიგა ნიკოლეიშვილი და ლევან ახობაძე.
თავად გრიგოლ ლილუაშვილს რეგიონების განვითარების მინისტრად დანიშვნას უპირებდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ამ პოსტზე პაატა გულედანი წარადგინეს.

რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერ...
პოლიტიკა • 60 წუთის წინ

დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დასანქცირებას ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი პლატფორმა X-ზე ეხმაურება. ლიბერალ-დემოკრატთა პარტ...
პოლიტიკა • 14:02

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც წულუკიანის განცხადებას აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამის შემდეგგზაზე შევიდა მანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისგან დაჟინებით ითხოვდა გატარებას. ავტომობილშ...
პოლიტიკა • 13:57

"ქართული ოცნების" პრემიერი ირწმუნება, რომ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება "ფაქტის კონსტატაცია და ობიექტური მოცემულობის გახმოვანებაა". რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკა...
პოლიტიკა • 13:56

ნიკა გვარამია: ეს თეა წულუკიანი, არც მეტი, არც ნაკლები, შეპყრობილია და ეგზორციზმის სეანსები სჭირდება.ბოროტი ქიშმიში
სოცმედია • 13:26

თეა წულუკიანის გამონათქვამი აბსოლუტურად არასწორად იქნა საზოგადოებაში ინტერპრეტირებული, რადგან ამ ჯგუფების, რადიკალების მიზანია, რაიმე ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის, თუმც...
პოლიტიკა • 13:22