1745918713
„ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკას ატარებს გამომძიებელი, რომელიც მამალაძის საქმის გამყალბებელი და ციანიდის ჩამდებია“
პოლიტიკა • 8 აპრილი 12:09
"ოცნებას" ევროპული სტრუქტურები ბიძინას დუქანი ჰგონია, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე "ოცნების" დელაგაციის გადაწყვეტილებას, არ იმუშაოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, შანსი იმის, რომ ივანიშვილის გუნდი ევროსაბჭოში დაბრუნდეს, აღარ არსებობს.
ევროსაბჭოს წევრობა ქვეყანას აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. მათ შორის, ერთ-ერთი ვალდებულებაა ის, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს განაცხადაი საპარლამენტო ასამბლეამ გააკეთა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც წულუკიანმა განაცხადა, რომ ისინი წყვეტდნენ საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობას, დასწრებაზე როცა ითამაშა. ეს ასეა, მაგრამ როგორც რეჟიმისთვის არის პარლამენტი ბიძინას დუქანი, ასე წარმოუდგენიათ, რომ ევროპული ინსტიტუტებიც არის დაახლოებით ეგეთი სტრუქტურები, სადაც შეუძლიათ, როცა უნდა მივიდნენ, როცა უნდათ, წავიდნენ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არცერთი პირობა, რომელიც ჩადებული იყო წინა რეზოლუციაში, ცხადია, შესრულებული არ არის, პირიქით, ქვეყანამ დემოკრატიულობის თვალსაზრისით, ბევრად უკან დაიხია, ამიტომ შანსი, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ისინი დაბრუნდნენ და იქ რამეში მიიღონ მონაწილეობა, გამორიცხულია, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
შეუჩერებენ თუ არა "ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილებას ევროსაბჭოში - მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილი ხუთშაბათს გახდება.
საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც "ოცნებამ" ევროპარლამენტის ევროსაბჭოს რეზოლუცია არ აღასრულა. ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილს გუნდს პოლიპატიმრები გაეთავისუფლებინა და ახალი არჩევნები ჩაენიშნა, საპარლამენტო საქმიანობაზე უარი განაცხადა.
17-18 მაისი - ექსპო ჯორჯია IV, V, VI პავილიონი თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 არის ადგილი, სადაც ვისკის ენთუზიასტები, პროფესიონალები და უბრალოდ კარგი გემოვნების მქონე ადამიანები იკრიბებიან ერთად, რა...
საზოგადოება • 13:02
ყოფილი მაღალჩინოსანი ლაშა ნაცვლიშვილი: ,,სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა თუ ტერორის ფორმაა, გამოკითხვაზე დაბარება გენოციდი ყოფილა“
სოცმედია • 10:05
საქართველოს სახალხო დამცველი დღეს, სამოქალაქო აქტივიდებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება და წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უ...
პოლიტიკა • 9:53
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა “ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ დაინიშნა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს სამინისტროში დაუდასტურეს.
პოლიტიკა • 9:52
ბელარუსიც აღარ არის ეს, როცა დედა-შვილის სახლს პარალელურად ჩხრეკენ - ასე ეხმაურება თბილისში მიმდინარე ჩხრეკების სერიას ნანუკა ჟორჟოლიან და ამბობს, რომ "ოცნების" რეჟიმი 37 წლიან რეპრესიებს აბრუნებს ქვე...
პოლიტიკა • 9:45
"პირველების" ინფორმაციით, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკას გამომძიებელი დავით ბაინდურაშვილი ატარებს. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, ბაინდურაშვილის სახელი ე.წ. ციანიდის საქ...
პოლიტიკა • 9:25
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა