1743390974
„დავინახე თეა წულუკიანისადმი შიში. მის ნაცვლად შემრცხვა“ - ბექა კობახიძე გენერალ ყურაშვილზე
პოლიტიკა • 27 მარტი 14:12
ნუ მასწავლიან და ნუ წერენ წერილებს ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ საწვრთნელო პოლიგონზე ჰყავთ ოცეული ნანახი – ნუ იშვერენ ზაზა გოგავასკენ ხელს! – ტაქტიკურად, პოზიციაზე მყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა ერთმანეთში და ამაზე ავალდებულებს ზაზა გოგავას და უმაღლეს მთავარსარდალს,- ამის შესახებ გენერალმა, ზაზა გოგავამ წულუკიანის კომისიაზე იმ წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თეა წულუკიანმა წაიკითხა.
კერძოდ, სხდომაზე, წულუკიანმა სოფელ სარაბუკის შესახებ წაიკითხა წერილი, რომელიც, მისი თქმით, ეკუთვნოდა გრიგოლ ფარცვანიას და მასში „ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე“ იყო საუბარი.
წულუკიანს ზემოხსენებული წერილის კითხვა გოგავამ შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ ამის მოსმენა „არარელევანტურია“.
„ტაქტიკურად, პოზიციაზე მყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა ერთმანეთში და ამას ავალდებულებს ზაზა გოგავას და უმაღლეს მთავარსარდალს. [გოგავას თუ არ ახსენებს,] აბა ვის ახსენებს?! რაზე მესაუბრებით? მოიყვანეთ მაშინ ეს ხალხი. ეგ ხალხია, რომელიც ბუჩქებიდან უყურებს ხოლმე ომს და მერე წერილებს იწერება. პატივი სცენ სამხედროების საფლავებს, რომლებიც იქ არის. [ასეთი ტიპის შეცდომები] როგორ არ ყოფილა დაშვებული. ომი არ არსებობს, სადაც დანაყოფი დანაყოფს ცეცხლს არ უხსნის. დღევანდელ დღესაც კი, როდესაც უმაღლესი ტექნოლოგიებით უყურებენ. მაპატიეთ ამ ტონზე, ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას. სხვა რამე გავარჩიოთ, როგორ არ უნდა დაგვემართოს ამ ქვეყანაში ასეთი რაღაცები? რაზე უნდა ვიმსჯელოთ?! ოცმეთაურმა ვერ შეასრულა დავალება და აქ უნდა გადავუწყვიტო მაგას მე, რომ თურმე.. მე უნდა დავუგეგმო პოზიცია? მე ვაძლევ დავალებას, ოპერატიულ, ტაქტიკურ დონეზე. მივიდეს და შეასრულოს!
ზემდგომი მეთაურის მიერ ისმება ამოცანა. ომს პოლიტიკოსები იწყებენ და პოლიტიკოსები ამთავრებენ. ამას სამხედროები არ აკეთებენ. სამხედროს არც ომის დაწყება უნდა და არც დამთავრება. აქ რომ არ ვიჯდე და იქ ჩემთვისაც გამოწერილიყო ტყვია, ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი. ჩვენ ვიძლევით დავალებებს. დანაყოფის მეთაური ადგილზე თუ ხედავს, რომ მიზიდული ძალები უფრო მეტია, ვიდრე უნდა იყოს და ვერ ასრულებს დავალებას და ამაში რამე ხელს უშლის, მოხსენება უნდა გააკეთოს უკან ან გადაგეგმოს. მთელი 2018 წლიდან ამ ქვეყანაში ისმის „ამოცანით მართვა“ და ზუსტად ეს არის ამოცანით მართვა.
ყველა სამხედროს ვემუდარები და ვთხოვ, რომ როდესაც ასეთ საქმეს არჩევენ, იქ გაარჩიონ, სადაც მაგიდაა. ერთმანეთს წერილები კი არ მიწერონ. ვიღაცას ეთქვა ზაზა გოგავასთვის, რომ ბატონო გენერალო, გავიგე, რომ შენ აქ მთავარი ხარ, მაგრამ რაღაც ხდება არასწორად და მოდი გამოვასწოროთო. თურმე უფსკრულამდე უნდა მიმაცილონ. მე იმასაც გეტყვი, რომ განხილვა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მოხდა ამასთან დაკავშირებით, სადაც უნდა ითქვას ვინ რა გააფუჭა, ვინ რა გააკეთა, რა ვიცი, ყველა ჩუმად და წყნარად იყო. ერთი წინადადება არ მოუციათ ჩემთვის, რომ ხვალ ასე არ გავაკეთოთო. იმას კი არ ვიხვეწებოდი, რომ ვიღაც უნდა დაგვესაჯა ან არა, მედალი უნდა მიგვეცა თუ არა. ხვალ უკეთესად მომზადებული უნდა ვიყოთ, მტერი არასად არ წავა. დღეს თუ ჩრდილოეთიდან არის, ხვალ შეიძლება სამხრეთიდან იყოს, ზეგ აღმოსავლეთიდან და საიდანაც არ უნდა იყოს ამ ქვეყნისთვის. ამაზეა საუბარი. ამიტომ, ეს საკითხი მე აქამდეც ვერ გავიგე, თავდაცვის სამინისტრომ, შეიარაღებულმა ძალებმა, როგორ ერთხელ ვერ მოიხელთა ვერსად გენერალი გოგავა და ვერ უთხრა, რომ მოდი დავსხდეთ და დავილაპარაკოთ ამ თემაზე. იმიტომ, კი არა ვინაა დამნაშავე და როგორ იქნება უკეთესად. ნუ მასწავლიან და ნუ წერენ წერილებს ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ სამწვრთნელო პოლიგონზე ჰყავთ ოცეული ნანახი. ნუ იშვერენ ზაზა გოგავასკენ ხელს!“,- განაცხადა ზაზა გოგავამ.
რაც შეეხება პასუხს კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე რომელიც გოგავას „ან რომელიმე გაუგებარი პოლიტიკოსის ბრძანებით მეოთხე ბატალიონისთვის შემობრუნების ბრძანებას“ შეეხებოდა, გოგავამ აღნიშნა, რომ აღნიშნული მისი ბრძანება იყო და არა სხვისი და პასუხი მას უნდა გასცენ.
„ჩემი ბრძანებაა. გილიოტინაზე ვაგებ პასუხს. ბრიგადამ არ მიიღო ბრძანება, ბრძანება მიიღო ერთმა ბატალიონმა. ცოცხალია მისი მეთაური და მიპასუხოს. [ბრძანების მიხედვით] მარცხენა ფლანგზე [უნდა] მისულიყო საცეცხლე ზღუდეზე ცხინვალთან და საცეცხლე მხარდაჭერა გაეკეთებინა. როგორ შეძლო ეს კიდევ საკითხავია. ვერ შეძლო! ამის გარჩევა იყო თავდაცვის სამინისტროში. სანამ მე წამოვიდოდი, ესეც გავარჩიე. ახალმა მისულებმაც გაარჩიეს. ადგნენ და ერთმანეთთან შეადარონ ესენი. ეს ჩემი ბრძანებაა და თუ რომელიმე მეთაური იტყვის, საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, ნებისმიერ ადგილზე, სისხლის სამართლის იქნება თუ სადაც იქნება. მე ამის უფლება მქონდა. თუ ამის რეზერვი არ ჰქონდა, მაშინვე უნდა ეთქვა ჩემთვის. ისიც ვიცი, რომ იმაზეა საუბარი, რომ დავით კეზერაშვილმა გასცა ბრძანება. პირადად მე ველაპარაკე მეოთხე ბრიგადის მეთაურს და მე მიპასუხოს! [მეოთხე ბრიგადის მეთაურს] არანაირი მოძებნა არ უნდა.
სხვა ადამიანს ესაუბრებით. საერთოდ არ მაინტერესებს ეგ პოლიტიკურად როგორ გამოიყურება. მე პასუხს ვაგებ გარდაცვლილების წინაშე. მე თუ ეს დავუშვი, რომ ნებისმიერ ადამიანს მივეცი ამაში ჩარევის უფლება, ის 168 სამხედრო მოსამსახურე, 18 პოლიციელი და 220-221 სამოქალაქო პირი ჩემს ზურგზეა. მე ამით უნდა ვიცხოვრო“,- განაცხადა გოგავამ.რაც შეეხება სოზარ სუბარის კითხვას, იმის შესახებ თუ რამდენად სწორი იყო ის, რომ „პირდაპირ ეთერში მაღალი თანამდებობის პირები გვიხსნიდნენ სად რა განლაგება იყო, საიდან იყო შეტევა“, გოგავამ აღნიშნა, რომ ეს იყო „კატასტროფული შეცდომა“.
"შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მუშაობას" - განაცხადა ი...
პოლიტიკა • 29 წუთის წინ
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ დღეს დაანონსებული მასშტაბური აქციის ფონზე, მიმდინარე პრესა ორ ნარატივს ავრცელებს: არ არსებობს ერთობა და საზოგადოებას არ აქვს გეგმა. ოქრიაშვილი ორივე...
პოლიტიკა • 32 წუთის წინ
ვინ დაესწრება 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს - "პირველებისთვის" ახალი გვარები ხდება ცნობილი. ასეთებად ოპოზიცია ლევან ვასაძეს, მიხეილ ხუბუტიას, მამუკა მერკვილაძეს და მამუკა ფიფიას ასახელებს. მათი...
პოლიტიკა • 38 წუთის წინ
„ზოგიერთი ნახსენები განცხადება მოყვანილი იყო პერიფრაზით, ისინი არ იყო ციტატები" - ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრამპი პუტინზე...
მსოფლიო • 40 წუთის წინ
გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან კლინიკაში ითხოვს გადაყვანას. მოშიმშილე პატიმრის მოთხოვნას პენიტენციური დაწესებულება ჯერ არ აკმაყოფილებს. დაჭერილი ბიზნესმენი პროტესტის ნიშნად უკვე 20 დღეა შიმშილობს. ჩიკვაიძის...
პოლიტიკა • 10:54
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გაფრთხილების განცხადებას ავრცელებს. საუბარია ამერიკის საზღვრის უკანონო კვეთის მსურველების შესახებ. უკანონოდ შესვლას თუ შეეცდებით - დაგაკავებენ, გაგაძევ...
პოლიტიკა • 10:52
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა