„პრეზიდენტობანას თამაშში არ შევიდოდი, მას მოქმედ პრეზიდენტს არ ვუწოდებ“ - ნიკა მელია ზურაბიშვილზე

პოლიტიკა 9 აპრილი 3:28

მელია ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი არის, ამ ეტაპზე, ამ ქვეყანაში, ამ მოცემულ პერიოდში, ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი, ანუ ყოფილი პრეზიდენტი, მართლაც. ანუ მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მე არ ვუწოდებ [მას მოქმედ პრეზიდენტს] და ამით კი არ ვაკნინებ, არამედ ვაძლიერებ. ასუსტებს ყველა ის ადამიანი, რომელიც მას საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს უწოდებს. არალეგიტიმური პრეზიდენტია ყაველაშვილი.

 

ამ ქვეყანაში არის, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მესამე პრეზიდენტი იქ, სადაც არ უნდა იჯდეს და მეოთხე პრეზიდენტიც, ჰო? ანუ, ყველამ თავისი ფუნქცია უნდა გამონახოს და ყველა თავის როლს თამაშობს, თუმცა ამ "პრეზიდენტობანას" თამაშში მე არ შევიდოდი. გულწრფელად გეუბნებით და ამით მე არ ვაკნინებ. არ შეგიძლიათ, მე თქვენ დამარქვათ იმპერატორი, არ შეიძლება დამარქვათ ის, რაც არ ვარ.

 

ხელშეწყობის გარდა ჩემგან არაფერი არ ჰქონია ქალბატონ ზურაბიშვილს და არც ექნება მომავალში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთვის უხერხულ პროცესში უნდა შევიდე, რისიც არ მჯერა და სიყალბის ნატამალი არ უნდა ჰქონდეს. როდესაც შენ გაქვს ამბიცია იმისა, რომ იყო ლიდერი, პასუხისმგებლობაც უნდა იტვირთო. თქვა ნიკა მელიამ ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბრისას. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პარლამენტი ვითარება დაკავება
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - პოლიციამ აქტივისტები დააკავა

რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა - პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეები დააკავა. როგორც პირველების კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულები არიან - დავით გუნაშვილი და ლევან ზაზაძე. პოლიცია...

პოლიტიკა 10:34

პუტინი პაპი
„სამარადისოდ შევინახავ ნათელ მოგონებებს მასზე“ - პუტინი პაპის გარდაცვალებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება კამერლინგ კევინ კოზეფ ფარელს წერილით მიუსამძიმრა. "თქვენო უწმინდესობავ, გულწრფელად ვიზიარებ მისი უწმინდესობა პაპი ფრანცისკეს გარდაცვ...

მსოფლიო 10:31

კობახიძე ირაკლი
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ“ - კობახიძე პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებაზე

 ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება. ქართველი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მთელი მსოფლიოს...

საზოგადოება 10:20

ოცნება
"2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა" - „ოცნება“ დაარსების 13 წელს აღნიშნავს

 "ქართული ოცნება" დაარსების 13 წელს აღნიშნავს. პოლიტსაბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიის დაარსების შემდეგ, "2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინ...

პოლიტიკა 10:18

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
ვიდეო: „სოლიდარობა! თავისუფლება!“ — რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

 „სოლიდარობა! თავისუფლება!“ — რუსთაველის გამზირი გადაიკეტა  

პოლიტიკა 10:03

ზურაბიშვილი პაპი
„მე მქონდა პრივილეგია...“ - სალომე ზურაბიშვილი პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურება

 ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკეზეა, რომლებიც გლოვობენ პაპ ფრანცისკეს აღდგომის ორშაბათს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე წერს.   სალომე ზურაბიშვილი ასევე პაპ ფრანცისკესთან...

საზოგადოება 9:57