რა ილაპარაკა პროკურატურასთან გარიგების სანაცვლოდ ბურჭულაძემ ღარიბაშვილზე - „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი სასამართლო პროცესიდან (ვიდეო)
პოლიტიკა • 1789239110
„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო.
პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა პროკურატურასთან გარიგებაში. მან თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც პროკურორმა წინასწარ მომზადებული შეთანხმების ტექსტის კითხვა დაიწყო. დოკუმენტში აღიარებული იყო, რომ ბურჭულაძე ჯარს ძარცვავდა, ჯარისკაცებისთვის მოპარული ფულიდან წილს ღარიბაშვილს აძლევდა და ჯამში მას 750 ათასი ლარი გადასცა. ბურჭულაძე ამ ყველაფერს დაეთანხმა.
ამის შემდეგ მოსამართლემ მას ზეწოლის, დაშინებისა და წამების შესახებ ჰკითხა. ექს-ძალოვანმა ყველაფერზე უარყოფითი პასუხი გასცა და ამით მოსამართლეს დაუდასტურა, რომ ღარიბაშვილს ჯარის ძარცვის თანამონაწილედ საკუთარი ნებით აცხადებდა.
ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, 8 სექტემბერს განსასჯელის სკამზე იყო მისი ცოლისძმა ვასილ მხეიძეც. გამოძიების მიხედვით, ის კურიერის როლს ასრულებდა — ბიზნესმენისგან აღებული ქრთამი ჯუანშერ ბურჭულაძესთან შავი ჩანთით მიჰქონდა. მხეიძემაც დაადასტურა, რომ ნაძარცვიდან წილს ღარიბაშვილს აძლევდნენ.
გადაწყვეტილების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. სასჯელის სახით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. სასჯელის სახით მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 1 წელსა და 2 თვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









