„რატომ დაიბომბა ქართული მხრიდან ცხინვალი?“ - წულუკიანი ყურაშვილს

პოლიტიკა 28 მარტი 15:11

 წულუკიანი მამუკა ყურაშვილ

თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ დაიბომბა ქართული მხრიდან ცხინვალი, თუ იქ საცეცხლე წერტილი არ იყო და ეს შეკითხვა გენერალ მამუკა ყურაშვილს დაუსვა.მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქი ცხინვალი არ დაუბომბავთ და ეს რომ ასე ყოფილიყო, მოწინააღმდეგ მხარე ამ ფაქტებს წინ დაუდებდა სასამართლო დავებში.გენერალ მამუკა ყურაშვილის განცხადებით, კადრებში სავარაუდოდ ლაპარაკია კუსირეთი-კვერნეთის მიმართულებაზე მიტანილ იერიშზე, სადაც მოსახლეობა არ იყო. კუსირეთი და კვერნეთი არის სოფლები ცხინვალიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით, ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრის სიმაღლზე, სადაც ყურაშვილის თანახმად, მოწინააღმდეგ მხარეს დომინირებული სიმაღლეები ჰქონდა მოწყობილი და იქიდან ქართულ სოფელ თამარაშენს ბომბავდა."ეს არის გარეუბანი ცხინვალის?", - იკითხა წულუკიანმა."აი, კუს ტბაზე რომ იყოს საუბარი [თბილისის შემთხვევაში]", - უპასუხა გენერალმა."კუს ტბა... ანუ ცხინვალის ერთ-ერთი რაიონი... კუს ტბა თბილისის ერთ-ერთი რაიონია... ცხინვალის გარეუბანი... ნუ ცხინვალია, კუს ტბა - თბილისია...", - მიუგო წულუკიანმა."გმირთა მოედნიდან თუ უყურებ, გგონია, რომ ვაკე იბომბება, ამ დროს კუს ტბის მისადგომებთანაა სროლა", - განაცხადა გენერალმა."იქ მოსახლეობა იყო?", - ჰკითხა წულუკიანმა გენერალს."არა.. მაქედან ძირითადად თამარაშენს უტყამდნენ. თამარაშენის სკოლის დაცხრილვა ძირითადად მანდედან ხდებოდა", - უპასუხა გენერალმა."მაშინ ასეთი კითხვა მიჩნდება, როდესაც თქვენ კუსირეთს და კვერნეთს უმიზნებთ ეს ხომ არ არის ის შემთხვევა, როცა პროფესიონალმა სამიზნე ვერ განსაზღვროს და სხვაგან დაარტყას, შეიძლება ეს მოხდეს... თუ ეს არ ხდება", - მიმართა წულუკიანმა გენერალს.შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ როგორც ასეთი, ცხინვალში დაბომბვა არ ყოფილა. [რომ ყოფილიყო] მაგას დაგვიდებდნენ [სასამართლო დავებში]", - უპასუხა გენერალმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სიგარეტის კოლოფი
დღეიდან, საქართველოში, თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით გაიყიდება

დღეიდან, საქართველოში, თამბაქოს ნაწარმი მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით გაიყიდება. კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება...

საზოგადოება 2 წუთის წინ

პიროტექნიკა
პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე დღეიდან ჯარიმები ამოქმედდა

დღეიდან, პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდა. ოლიგარქის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტის განხილვა პროევროპული აქციების ფონზე დაიწყო და დაჩქარებული წესით გასული წლის დეკე...

საზოგადოება 3 წუთის წინ

ტრამპი 1
„ტრამპი ზელენსკის და პუტინის კომენტარებით უკმაყოფილოა" - თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესსპიკერის კეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის განცხადებებით უკმაყოფილოა. ეს განცხადება ლევიტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ...

რუსეთ-უკრაინის ომი 6 წუთის წინ

 ჯო უილსონი
"34 წლის წინ ქართველებმა აირჩიეს დამოუკიდებლობის აღდგენა - არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ აქციების 125-ე დღეს, მათი ერთგულება თავისუფლებისადმი არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი" - უილსონი

 "1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა დამაჯერებლად აირჩია სსრკ-ს ოკუპაციის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენა. როდესაც ქართველები იწყებენ არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების 125-ე დღეს, მ...

პოლიტიკა 7 წუთის წინ

ნანუკა ჟორჟოლიანი
„აი, ძალიან რომ დათვრება ყველა და მეორე დღეს იხსენებენ, ვინ ვისთან იჩხუბა, ეგეთი დილაა“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: აი ძალიან რომ დათვრება ყველა და მეორე დღეს იხსენებენ, ვინ ვისთან იჩხუბა ეგეთი დილაა:))ასეა, როცა ერთობა თავისუფალ ადამიანებზე დგას და ყველას თავისი აზრი აქვს, ხშირად ერთმანეთისგან რ...

სოცმედია 9 წუთის წინ

ფოფხაძე
„მოით... გავქოცდეთ მასიურად და... შიგნიდან დავანგრიოთ სისტემა“ - გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: მოით რა ვქნათ იციით?.. თუ არც პლატფორმამ, პანელმა და პოდიუმმა არ გაამართლა.. გავქოცდეთ მასიურად და... შიგნიდან დავანგრიოთ სისტემა..

სოცმედია 3:29