შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა
პოლიტიკა • 1789060240
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება, რაც 500-დან 3 000 ლარამდე ჯარიმას ან 20 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაზმაძის თქმით, საქმე ეხება რუსი პროპაგანდისტების, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვის მისამართით დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარს.
შსს-ს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ ინსპექტორმა რაზმაძის გვერდის „დათვალიერების შედეგად“ დაადგინა, რომ ბლოგერმა ვიდეოს ქვეშ 2026 წლის 12 ივნისს გინების შემცველი კომენტარი დატოვა.
აღნიშნულ ვიდეოში რაზმაძე მარგარიტა სიმონიანისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს ადარებდა, რომლებიც ერეკლე II-ესა და „გეორგიევსკის ტრაქტატს“ ეხებოდა. ბლოგერის განცხადებით, დღეს რუსეთი საქართველოს ოკუპანტია და მასთან თანამშრომლობა პირდაპირ მტერთან თანამშრომლობას ნიშნავს.
ბლოგერის მხარდასაჭერად რუსი პროპაგანდისტების მისამართით თორნიკე რაზმაძის მსგავსი შინაარსის ათეულობით პოსტი გამოჩნდა. კრიტიკას, რომ ოცნების ხელისუფლება ოკუპანტი პროპაგანდისტების შეურაცხყოფის გამო სჯიდა საქართველოს მოქალაქეებს, პასუხად მოჰყვა ნარატივი, რომ ბლოგერს არა სიმონიანის, არამედ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა შსს-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თორნიკე რაზმაძის გარდა, „გამოვლენილია ასევე ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს“.
შსს-ს ცნობით, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს.
თორნიკე რაზმაძის განცხადებით სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით მას მხოლოდ წვრილმან ხულიგნობას ედავებიან და არა საჯარო მოხელის (ირაკლი კობახიძის) შეურაცხყოფას.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საჯარო სივრცეში კომენტარების გამო დევნას ცენზურის პრეცედენტად მიიჩნევს.
ცნობილია, რომ შსს-ში „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ 2026 წლის ივნისიდან ამოქმედდა. მისი ფუნქცია საჯარო სივრცეში განცხადებების მონიტორინგი და ოქმების შედგენაა, რის გამოც საზოგადოებაში მას „სქროლვა-სქრინვის სააგენტოსაც“ უწოდებენ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...
პოლიტიკა • 1791794102
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...
შემთხვევა • 1791792613
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311
12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...
ეს საინტერესოა • 1791749100
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...
საზოგადოება • 1791726325









