"სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი... კამერაზე მითხრეს, რომ კედელს მივანარცხებო" - საბა სორდია მისი დაკავების დეტალებს იხსენებს

პოლიტიკა 8 აპრილი 10:17

საბა სორდი

 "ინდიგოს" ჟურნალისტმა, საბა სორდიამ სასამართლო დარბაზში მისი დაკავების დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოლიგარქის პოლიციის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

 

"არ განუმარტავთ შსს-ს რომელი დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ, არც მათი სახელები და გვარები განუმარტავთ. შემდეგ როდესაც გადამიყვანეს განყოფილებაში და დამშვიდდა სიტუაცია, შემდეგ გავიგე რომ ორი მეგრელი იყო და ხუმრობით ვუთხარი, მანამდე რატომ არ მითხარით-თქო... ჩანთის გახსნა დავიწყე მე თვითონ და შემდეგ შიდა ჯიბის გახსნა დაიწყო ერთ-ერთმა პოლიციელმა, რასაც მოყვა ჩემი წინააღმდეგობა, მხოლოდ სიტყვიერი, რომ მე თვითონ გავხსნიდი. რაზეც, ხან ხელი დამიჭირა, ხან რაღაცა, ასევე Go Pro მქონდა ჩანთაში, რომელიც ამოვიღე - კამერაც მოხვდათ თვალში და ამასაც უკმაყოფილება ჰქონდა. [...]

დაკავების შემდეგ, როცა ჩამსვეს მანქანაში, სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, ოღონდ ზომიერების ფარგლებში, არ შეუგინებიათ, მაგრამ პერსონალურად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. შემდეგ როცა წავედით განყოფილებაში, აქაც 1-2 წუთის განმავლობაში გაგრძელდა ეს შეურაცხმყოფელი ფრაზები. ასევე, კამერაზე გავამახვილე რამდენჯერმე ყურადღება, რადგან ერთი მაისის აქციების დროს წამართვეს და სათუთი ნივთია ჩემთვის. რამდენჯერმე გავიმეორე კამერაზე და მითხრეს, რომ კედელს მივანარცხებო", - თქვა სორდიამ. 
შეგახსენებთ, რომ ოლიგარქის პოლიციამ ჟურნალისტი 6 აპრილს დააკავა. მას დაუმორჩილებლობას [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლი] ედავებიან.

 

როგორც იზოლატორში შესულ ადვოკატს გუშინ სორდიამ განუცხადა, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და გადამოწმების მიზნით, პირადობის მოწმობა მოსთხოვა. წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და პირადობის გადაცემის შემდეგ, პოლიციელებმა უკვე ჩანთის გახსნა მოითხოვეს, სორდიამ ჩანთაც გახსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა თავად სცადეს ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნა, რაზეც დაკავებულმა უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა, ამ დროს პოლიციელებმა ის მანქანაში ჩასვეს და მარჯანიშვილზე მდებარე განყოფილებაში გადაიყვანეს.

დღეს,  სორდია დარბაზიდან გაათავისუფლეს. მის საქმეზე გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რომის პაპი
რომის პაპი გარდაიცვალა – ვატიკანი

რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა – ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. რომის პაპი გარდაიცვალა აღდგომის ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, 88 წლის ასაკში, ვატიკანის რეზიდენციაში.

მსოფლიო 15 წუთის წინ

მირცხულავა
ვიდეო: „ეს არ არის პატრიარქის ეპისტოლე, ეს არის პატრიარქის სახელით გავრცელებული ეპისტოლე, რომელსაც მნიშვნელოვანი კორექტირება გაუკეთეს „ქართულ ოცნებაში“ - გოჩა მირცხულავა

ეს არ არის პატრიარქის ეპისტოლე, ეს არის პატრიარქის სახელით გავრცელებული ეპისტოლე, რომელსაც ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი კორექტირება გაუკეთეს ქართულ ოცნებაში“ — გოჩა მირცხულავა  

საზოგადოება 17 წუთის წინ

დამპავებელი პოლიციელი
ვიდეო: დადგენილია პოლიციელების ვინაობა, ვინც აღდგომის ღამეს ხალხს აკავებდა

"პირველებმა" იმ პოლიციელების იდენტიფიცირება მოახერხა, ვინც გუშინ რუსთაველის გამზირზე დაკავებების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი კახა მურადაშვილია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ის აქციის მონაწილ...

პოლიტიკა 19 წუთის წინ

ივანიშვილი
ვიდეო - ივანიშვილის შეუსრულებელი დაპირებები

დასაქმება ევროპაში - ივანიშვილის მორიგი შეუსრულებელი დაპირებაა. კაცი, რომელიც მოსახლეობას 6 წლის წინ უცხოეთში ლეგალურ სამუშაოს ჰპირდებოდა, დღეს სამუშაოების ნაცვლად იგივე ხალხს ევროკავშირთან დაზიანებულ...

პოლიტიკა 39 წუთის წინ

ლენტიი
სისხლიანი აღდგომა კახეთში - სოფელ ჩუმლაყში, გვიან ღამით, 31 წლის კაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 31 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით, სოფლის ცენტრში მოხდა, სადაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მოკლული დიმიტრი...

კრიმინალი 43 წუთის წინ

სტალინი1
რამდენი ეკლესია-მონასტერი და სასულიერო პირი განადგურდა სტალინის დროს - ფაქტები

გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგიის მაგისტრი, ვენის უნივერსიტეტის დოქტორანტი: საქართველოში იოსებ სტალინის პიროვნება კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებ...

პოლიტიკა 45 წუთის წინ