სტრასბურგმა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო

პოლიტიკა 27 მარტი 12:56

ოცნება რუსული კანონი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად NGO-ებმა გაავრცელეს.

 

ქურდოვანიძის თქმით, საჩივრის გაგზავნის შემდგომ გაგრძელდა და გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოების დევნა - "ქართული ოცნების" განგრძობადი პოლიტიკის ნაწილია FARA-ს თარგმანის ხელახალი ინიციირებაც და მისი აშშ-ში მოქმედ კანონად გასაღება.

"სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა ყველა იმ მუხლთან მიმართებით, რომელიც საჩივარში იყო მოცემული. ეს საქმე გავაგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს რუსული კანონის წინააღმდეგ და ვდავობდით არა ერთი კონვენციის გარანტირებული მუხლის დარღვევაზე, მათ შორის საჩივარი შეეხება ისეთი მუხლის დარღვევებს, როგორიც არის გაერთიანების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი, ასევე სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები - ამ ყველა მუხლთან მიმართებით ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და სახელმწიფოს გამოუგზავნა შეკითხვები, რომლის შესახებაც უნდა იყოს შესაბამის დროს პასუხი გაგზავნილი.

სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს - ამის შესახებ კორესპონდენციაშია საუბარი, რომელიც მივიღეთ. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება", - თქვა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დივანი (1)
რომელი მასალაა საუკეთესო დივნისთვის

დივნის შერჩევისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი მასალაა. მასალა განსაზღვრავს არა მხოლოდ ავეჯის ესთეტიკას, არამედ მის გამძლეობას, მოვლის სიმარტივესა და კომფორტს.   დღეს დივნის ყველაზე პოპ...

ბიზნესი & ეკონომიკა 3 წუთის წინ

სარკე
როგორ შევარჩიოთ იდეალური სარკე ინტერიერისთვის

სარკე ნებისმიერი ტიპის ინტერიერის დიზაინის განსაკუთრებული ელემენტია და როგორც წესი, ოთახის საერთო ესთეტიკას მნიშვნელოვნად ცვლის. სწორად შერჩეულმა სარკემ სრულად შეიძლება შეცვალოს ოთახის ვიზუალი, გააფარ...

ბიზნესი & ეკონომიკა 6 წუთის წინ

დივანი
მოდური დივნები და 2025 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში

ინტერიერის დიზაინი ყოველწლიურად იცვლება და ამ მხრივ არც 2025 წელი იქნება გამონაკლისი. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა დივნებს, როგორც მისაღები ოთახის მთავარ ელემენტს.   წელს დიზაინერები ახალ ტენდე...

ბიზნესი & ეკონომიკა 9 წუთის წინ

დავითაიას ქუჩ
ისნის რაიონში დავითაიას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.   ინფრასტრუქტურული პროექტის  ფარგლებში, სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო...

საზოგადოება 6:43

პარლამენტის წევრი
"არ გაგიტარებთ“ - ნინო წილოსანი იმუქრება

"ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. ეს დღეებია, ერთი მეორის მიყოლებით პოსტავდნენ ანწუხელიძის სახელს... ჰგონიათ პიარის დახმარებით ყველაფრის გადაფარვა შეუძლი...

სოცმედია 6:39

ნანუკა ჟორჟოლიანი
„დღეს, რუსთაველზე გავდივართ საქართველოსთვის და გავდივართ ბევრნი, რადგან უნდა დავანახოთ ყველას, რომ არავინ დათმობს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: მნიშვნელობა არ აქვს ვის ვირჩევთ.ვინ მოგვწონს და ვინ არა.არის ამ ყველაფერზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი.ეს არის საქართველო და მისი დამოუკიდებლობა.დღეს, რუსთაველზე გავდივართ საქართვ...

სოცმედია 6:37