ცვლილება მდინარაძის წასვლის შემდეგ: მისთვის შექმნილი თანამდებობა უქმდება და ახალი აღარ შეიქმნება, გაყოფილი სამინისტროები ერთიანდება
პოლიტიკა • 1788163305
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მსჯელობა მიმდინარეობს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანების შესახებაც.
„რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებასთან დაკავშირებულ პროექტს, ჩვენ ამ სასესიო კვირაში ალბათ არა, მომდევნო სასესიო კვირაში გვექნება მსჯელობა. სახელმწიფო მინისტრის ეს პოზიცია აღარ შეიქმნება. იცით, რომ თავის დროზე დაანონსდა, რომ გაუქმდებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირების მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოზიცია და შეიქმნებოდა რეგიონული მიმართულებით. რაც შეეხება გაუქმებას, გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოსტი და არ შეიქმნება რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის პოსტი. მსჯელობა მიდის და, სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „სწორედ მამუკა მდინარაძის პოლიტიკური გამოცდილებიდან, პოლიტიკური წონიდან და ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა. ვინაიდან მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლისა, ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალა“.
„მაშინვე ითქვა, რომ ის ამოცანები, რომლებიც, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახით დააკისრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძეს, გამომდინარეობდა, რა თქმა უნდა, მისი პირადი შესაძლებლობებიდან. ეს ფუნქცია მან ძალიან კარგად შეასრულა და ეს კოორდინაცია დღეს არის კარგად აწყობილი. სურვილი იყო, რომ რეგიონული მიმართულებითაც იგივე გაკეთებულიყო კოორდინაციის მხრივ. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან წასულიყო, ეს საჭიროება აღარაა. სწორედ მამუკა მდინარაძის პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა.
მთავრობა არის პოლიტიკური გუნდი, პოლიტიკურ გუნდში მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფიგურები, რომლებსაც აქვთ გარკვეული საქმიანობის განხორციელების რესურსი. იმისთვის, რომ სხვადასხვა სამინისტროსა თუ სტრუქტურის კოორდინაცია აწარმოო, ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გამოცდილება და რესურსი სჭირდება, რაც მამუკა მდინარაძეს ამ მხრივ განსაკუთრებული ჰქონდა. მისი საქმიანობა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მიმართულებით ამის ყველაზე კარგი დასტურია. რა თქმა უნდა, თავისთავად სწორედ მამუკა მდინარაძის პოლიტიკური გამოცდილებიდან, პოლიტიკური წონიდან და ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული ამ პოზიციის შექმნა. ვინაიდან მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლისა, ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალა. ტექნიკურად მთავრობა გაიწვევს [ამ პროექტს]. როგორც ვიცი, არსებული პროექტი გაიწვია.
რაც შეეხება ახალი სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას, ინფრასტრუქტურის მინისტრი არის და ამ მხრივ, მგონი, რეზი სოხაძე კარგად ართმევს თავს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა დაანონსდა, რა თანამდებობაც მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, აღნიშნული უწყებები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში გაიყო, მიმდინარე წლის სექტემბერში კი რეგიონული განვითარების სამინისტროს მთლიანად გაუქმება იყო გადაწყვეტილი.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










