1745845978
ვის შეხვდა "ხარებას" საიდუმლოდ რესტორნის კუპეში
პოლიტიკა • 9 აპრილი 11:01
"დღეს მე თქვენთან მოვიტანე გაფრთხილება და მოწოდება ქმედებებისკენ, საქართველოს ტრანსფორმაცია მიმდინარეობს არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით, არა ერთ ღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ ვხედავთ, როგორ შლიან ჩვენს დემოკრატიას. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ ძალადობას, მათ აკავებენ, ოპოზიციურ პარტიებს ემუქრება აკრძალვა და დაშლა. ათასობით ევროს ეკვივალენტის ჯარიმები იწერება მოქალაქეებისადმი და მედიაორგანიზაციებისთვის. მიიღეს უცხოური აგენტის კანონი, რომელიც არის ასლი რუსული კანონისა, რომელიც გამოყენებულია იქ მედიის რეპრესირებისთვის. ერთი საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც არ მიღებულა სასამართლოში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ჩნდება ერთპარტიული მმართველობა, რომლის უკანაც დგას ერთი ადამიანი, რომელიც არის ხელშეუხებელი და რუსული ავტოკრატიული მმართველობის აჩრდილი. ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთის აჩრდილი. ამაზე ევროპული პასუხი იყო ზედმეტად ხმადაბალი და ჩუმი
საქართველოს მოსახლეობა მზადაა წინააღმდეგობის გასაწევად. საქართველო არაა შემთხვევითი ქვეყანა, ის არის ევროპის მეზობელი. თუ საქართველო ავტორიტარიზმში ჩაეფლობა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროპის პოზიციებს ამ რეგიონში და მიაყენებს ზიანს ევროპის რეპუტაციას. თუ ევრროკავშირი ვერ დაიცავს იმ ღირებულებებს, რომლის შესაქმნელადაც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ევროპის სტრატეგია მხოლოდ ქაღალდზეა და რეალური ძალა არ აქვს. რაც 2008 წელს რუსეთმა ტანკებით ვერ მიაღწია, ახლა დაპყრობას ჰიბრიდული ძალებით ცდილობს. ამას არმია არ სჭირდება, სამი კომპონენტია საჭირო: მანიპულაცია არჩევნებში, დეზინფორმაცია-პროპაგანდა და ოლიგარქი, რომელიც მიიტაცებს სისტემებს. თუ ეს ჰიბრიდული მიდგომა გაამართლებს საქართველოში, ამის გადამრავლება შესაძლებელი გახდება სხვა ქვეყნებშიც.
ევროპამ ნაბიჯები უნდა გადადგას ახლავე, არა სიტყვებით, არამედ საპასუხო სტრატეგიით. ახალი არჩევნები იქნება უსარგებლო თუ არ გვექნება ახალი მკაცრი წესები. ამ მიდგომით არჩევნებს არჩევნებამდე აყალბებენ. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პროევროპულია. საჭიროა სანქციები მათ წინააღმდეგ ვინც ხელს უწყობს ძალაუფლების მიტაცებას.
დაიცავით ღირებულებები, რომელსაც ხელს უწყობდით მანამდე - მართლმსაჯულება, მედია და სხვა. ჩეხმა ხალხმა იცის რას ნიშნავს ოკუპაცია, პროპაგანდა, თავისუფლების მოპოვება. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ თქვენ იბრძოლოთ ჩვენს მაგივრად, მაგრამ იდექით ჩვენს გვერდით. თუ საქართველოს ვერ დავიცავთ ახლა, ხვალ შეიძლება ძალიან განსხვავებულ ევროპაში გაგვეღვიძოს."განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატში გამოსვლისას.
"ჩვენი, ქართველი ხალხის გარეშე, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვეღარავინ ვერასდროს მიიღებს. ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს [...] გარე დავალების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებაში ვერ უნდა მოვიდეს [....
პოლიტიკა • 28 აპრილი 20:37
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების გამო, "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება...
პოლიტიკა • 28 აპრილი 20:34
ნოდარ მელაძე: მთავარი არხი ჩემს შვილებთან ერთად დაიბადა. 26 აგვისტოს ტყუპები გაჩნდნენ, ამ დროს, დღეს და ღამეს ვასწორებდით, რომ 9 სექტემბერს ეთერი ყოფილიყო.ჩაჩავადან მთავარში, მერე ბაზრობაზე, მერე ლილო...
სოცმედია • 28 აპრილი 20:28
პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ევროპული და დასავლური ქვეყნების მიერ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების ფონზე, ოლიგარქის გუნდში რღვევა დაიწყოს. მისი განცხად...
პოლიტიკა • 28 აპრილი 20:25
სკანდალური ვიდეო: „პირდაპირ გეტყვით, ეს ძალიან ხმაურიანი ამბავი იქნება...“ - ვის ურეკავდნენ და რას სთხოვდნენ არჩევნებამდე ერთ კვირით ადრე ოპოზიციის ლიდერები
პოლიტიკა • 28 აპრილი 20:22
"პუტინმა დღეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტა შემოგვთავაზა. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა: ჯერ საჭიროა ცეცხლის სრულად შეწყვეტა", - ასე უპასუხა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლან ლევიტმა ვლადიმერ პუტ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 28 აპრილი 15:59
ეს საინტერესოა • 17 აპრილი 10:21
რატომ იღებება აღდგომას კვერცხი წითლად
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა